მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თუ აპირებთ და როდის საგადასახადო შეთანხმებების რეფორმაზე მუშაობას? - დაუშვილი მთავრობას

გახარიები

პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი, პარტია „საქართველოს“ წევრი მიხეილ დაუშვილი მთავრობას ახსენებს, რომ საგადასახადო შეთანხმებების შესახებ რეფორმა მიტოვებულია და აინტერესებს, გეგმავს თუ არა მთავრობა მასზე მუშაობას. განცხადება დაუშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გააკეთა.

„2020 წლის სამთავრობო პროგრამაში და არა მხოლოდ, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რაც ხაზგასმული იყო, ეს არის საგადასახადო შეთანხმებების რეფორმა. საგადასახადო შეთანხმებები არის ერთ-ერთი ინსტრუმენტი, რომელიც შეიცავს მნიშვნელოვან კორუფციულ რისკებს, მაშინ ჩვენ ვთქვით, რომ რადგან ეს ინსტრუმენტი შეიცავდა კორუფციულ რისკებს, ამას სჭირდება რეფორმა. ამაზე ყველა შევთანხმდით.

ნაცვლად იმისა, რომ ამ რეფორმაზე გვემუშავა, ეს საკითხი ისევ მიტოვებულია და არავინ იცის, ვის რამდენი და რა პირობებით უკეთდება შეღავათები. უნდა გვესმოდეს, რომ საგადასახადო შეთანხმებებს, გარდა კორუფციული რისკებისა, ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი აქვს და ეს არის კონკურენციის დარღვევა. პირდაპირ საბაზრო კონკურენციას არღვევს, რადგან ერთ სექტორში მოღვაწე ორი კომპანიიდან ერთი შეიძლება იხდიდეს გადასახადებს და მეორე ამ დროს მთავრობისგან იღებდეს პრეფერენციებს, შეღავათებს და არ იხდიდეს გადასახადებს. თუ აპირებთ და როდის ამ საკითხზე მუშაობას? ესეც მნიშვნელოვანი საკითხია“, - მიმართა დაუშვილმა მთავრობას.