მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თუ არ მოხდა სასამართლო სისტემის რეპუტაციის ჩამოყალიბება, ვერანაირ ინვესტიციაზე საუბარი ვერ იქნება - ნიკოლოზ ალავიძე

ალავიძე

ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე ნიკოლოზ ალავიძე საინვესტიციო გარემოს გამოწვევებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ინვესტორებისთვის მიმზიდველი უსაფრთხო გარემოა, რომელიც არსებული სასამართლო სისტემის პირობებში ვერ მიიღწევა. მან ამის შესახებ BMGDrive-ის ეთერში განაცხადა.

"აქამდე რა საინვესტიციო გარემოც იყო მთლიანად დიდი საფრთხის ქვეშაა, რადგან პირველ რიგში, რაც არის ინვესტორისთვის საინტერესო და მიმზიდველი, უნდა იყოს განცდა უსაფრთხოების და დაცულობის. ინსტიტუციურად სასამართლო სისტემა სრულიად ფატალურ წარმონაქმნად იქცა. თუ სამართლებრივი გარემო არაა დაცული, ინვესტორს ვერ მოვიზიდავთ",- აღნიშნა ნიკოლოზ ალავიძემ.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია გრძელვადიანი ინვესტიციების მოზიდვა, რომელსაც კაპიტალთან ერთად დამატებითი ტექნოლოგიური ცოდნა მოაქვს, რაც ქვეყნის კონკურენტულ უპირატესობას ამაღლებს.

"მას მოაქვს არა მარტო კონკრეტული პროექტი, არამედ ე.წ. ჭკვიანი ფული, ცოდნა, გაზიარება. გვეძლევა შესაძლებლობა, რაღაც ახალი ვისწავლოთ, გავაკეთოთ, გავხდეთ უფრო კონკურენტულები გლობალურ ბაზარზე. არ არსებობს პატარა ეკონომიკები, რომლებსაც რაღაც კონკურენტული უპირატესობა არ გააჩნია. ოდესღაც რომ ვამბობდით, უსაფრთხო ქვეყანა ვართ, ტურისტულად მიმზიდველი ვართ, იუსტიციის სახლში ერთი ფანჯრის პრინციპით ვმუშაობთ, 5 გადასახადი გვაქვს მხოლოდ, პრეზენტაციიდან რეალურ ცხოვრებაში მონეტიზებადი ეს არ გახდა. ამის მიზეზებზე სამსჯელოა, შესასწავლია, მაგრამ არ ხდება ადეკვატური რეაგირება. შედეგად, ვკარგავთ დროს, ვკარგავთ კონკურენტულ უპირატესობას. პირველ რიგში, თუ სისტემურად, დაუყოვნებლივ არ მოხდა სასამართლო სისტემის ავტორიტეტის, რეპუტაციის და ინსტიტუციური ჩამოყალიბება, ვერანაირ ინვესტორსა და ინვესტიციაზე საუბარი ვერ შედგება და შესაბამისი საქმიანობის გარემოც ვერ შეიქმნება",- ამბობს ნიკოლოზ ალავიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები