მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თუ არჩევნები ჩაითვლება არასამართლიანად და არათავისუფლად, მოგვიწევს ზომების მიღება, ბელარუსის მსგავსად - ჰერჩინსკი

არჩევნები

საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი ამბობს, რომ ევროკავშირი მზადაა, იმუშაოს ნებისმიერ მთავრობასთან, რომელსაც საქართველოს მოსახლეობა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გზით აირჩევს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან განაცხადა.

ელჩის განმარტებით, დამკვირვებლების შეფასებებიდან გამომდინარე გადაწყდება, მიიჩნევენ თუ არა 26 ოქტომბრის არჩევნებს სამართლიანად. მან უარესი სცენარის მაგალითად ის ზომები მოიყვანა, რის გამოყენებაც ბელარუსთან მოხდა.

"ჩვენ გვაქვს კონტაქტი ეუთო/ოდირის ძირითად გუნდთან. ვიცი, რომ მათ აქვთ დიდი გეგმები, რომ წარმოდგენილი ჰყავდეთ საერთაშორისო დამკვირვებლების მნიშვნელოვანი რაოდენობა არჩევნები წინ, არჩევნების დროს და არჩევნების შემდგომ. მხარს ვუჭერთ სამოქალაქო საზოგადოების ადგილობრივ ორგანიზაციებს, როგორიცაა ISFED-ი, რომლებიც ასევე დააკვირდებიან არჩევნებს. ველოდებით მათ შეფასებებს და ამ შეფასებების საფუძველზე გადავწყვეტთ, მივიჩნევთ თუ არა არჩევნებს თავისუფლად და სამართლიანად.

გულწრფელად ვიმედოვნებ, ეს არ მოხდება, თუმცა რადგან მკითხეთ, იმ შემთხვევაში, თუ არჩევნები ჩაითვლება არასამართლიანად და არათავისუფლად, სამწუხაროდ, მოგვიწევს ზომების გამოყენება. ეს არის ის, რაც გავაკეთეთ წარსულში სხვა ქვეყნებთან დაკავშირებით, მათ შორის, ბელარუსთან. ჩვენ არ ვაღიარეთ ბელარუსში ჩატარებული არჩევნები. ეს არჩევნები იყო მოპარული და სწორედ ამიტომ, წარვადგინეთ სხვადასხვა ზომების ფართო სპექტრი, მათ შორის, სანქციები და სამწუხაროდ, ბელარუსთან ურთიერთობა არის იქ, სადაც არის. ასე რომ, ეს არის ყველაზე უარესი სცენარი. ვიმედოვნებთ, ამ მდგომარეობამდე არასდროს მივალთ და საქართველოში 26 ოქტომბრის არჩევნები იქნება თავისუფალი, სამართლიანი, მშვიდობიანი. მზად ვართ, ვიმუშაოთ ნებისმიერ მთავრობასთან, რომელსაც საქართველოს მოსახლეობა აირჩევს. ჩვენ პატივს ვცემთ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ნებისმიერ შედეგებს“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები