მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

პაველ ჰერჩინსკისთან კომუნიკაცია არ გვიჭირს და გვექნება შესაძლებლობა თბილისში შევხვდეთ - მაკა ბოჭორიშვილი

მაკა ბოჭორიშვილი

საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა საბერძნეთში, „დელფოსის ეკონომიკური ფორუმის“ ფარგლებში მედიის წარმომადგენლებთან, ევროკავშირის ელჩის საქართველოში პაველ ჰერჩინსკის განცხადებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

„დიპლომატიურ უწყებას აქვს რეაგირების დიპლომატიური გზები და მას გამოვიყენებთ. არ გვიჭირს პაველ ჰერჩინსკისთან კომუნიკაცია და გვექნება შესაძლებლობა, თბილისში შევხვდეთ, როდესაც დაბრუნდება ბრიუსელიდან,“ - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ პაველ ჰერჩინსკიმ რამდენიმე დღის წინ თქვა: "ჩვენ არ შეგვიძლია დავუშვათ, რომ საქართველო და შესანიშნავი, თბილი, სტუმართმოყვარე ქართველი ხალხი დაბრუნდეს ძალადობის, სამოქალაქო ომის, სიღარიბის, გაჭირვების, კორუფციის ბნელ დროში".

მაკა ბოჭორიშვილმა აღნიშნა, რომ შემაშფოთებელია ევროკავშირის ბიუროკრატიის დღევანდელი დამოკიდებულება საქართველოს მიმართ, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც უგულვებელყოფილია ქართველი ხალხის ინტერესები და არჩევანი:

„კიდევ ერთხელ ჩვენ გავაჟღერებთ იმ პოზიციას, რაც თბილისში გაჟღერდა პოლიტიკოსების მხრიდან და რაც არის ჩვენთვის შემაშფოთებელი. საქართველოს მიმართ ევროკავშირის ბიუროკრატიის დღევანდელი დამოკიდებულება შემაშფოთებელია. შემაშფოთებელია ნამდვილად ქართველი ხალხის ინტერესების და არჩევანის უგულვებელყოფა, მაშინ როდესაც ასე ხშირად ხდება სწორედ ქართველი ხალხის ინტერესებით სპეკულირება. ახლაც გვესმის ბრიუსელიდან ასეთი სპეკულაციები. რა თქმა უნდა, ჩვენ გვექნება საუბარი", - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

მისივე თქმით, აღნიშნულ საკითხებზე დეტალური განხილვა გაიმართება საგარეო საქმეთა სამინისტროში.

„ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, პაველ ჰერჩინსკი ვიხილოთ საგარეო საქმეთა სამინისტროში და ვისაუბროთ სწორედ იმ საკითხებზე, რამაც სამართლიანად გამოიწვია ქართული პოლიტიკური საზოგადოების აღშფოთება.“ - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

აუცილებლად უნდა მოხდეს [EU-ის ელჩის] დაბარება და უნდა დაისვას კონკრეტული კითხვები - კალაძე

EU-ს ელჩის დაბარება სრულიად მიზანშეწონილია - ირაკლი კობახიძე

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები