მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

აუცილებლად უნდა მოხდეს [EU-ის ელჩის] დაბარება და უნდა დაისვას კონკრეტული კითხვები - კალაძე

კობახიძე კალაძე

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, აუცილებლად უნდა მოხდეს ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის დაბარება და უნდა დაისვას მისთვის კითხვები. ამის შესახებ მან ელჩის გუშინდელი კომენტარის შეფასებისას განაცხადა, სადაც ჰერჩინსკი ამბობს: "ჩვენ არ შეგვიძლია დავუშვათ, რომ საქართველო და შესანიშნავი, თბილი, სტუმართმოყვარე ქართველი ხალხი დაბრუნდეს ძალადობის, სამოქალაქო ომის, სიღარიბის, გაჭირვების, კორუფციის ბნელ დროში".

კალაძის თქმით, ეს განცხადება შემაშფოთებელია.

„ძალიან შემაშფოთებელი განცხადება იყო - საუბარი იყო ომზე, სამოქალაქო დაპირისპირებაზე. ძალიან მძიმეა ამ ყველაფრის მოსმენა. თუ აქამდე შენიღბულად მოგვიწოდებდნენ ომში ჩართვაზე, აგერ პირდაპირ გამოვიდა და ისაუბრა სამოქალაქო დაპირისპირებაზე, დაემუქრა ქართველებს და სახელმწიფოს. ეს არის ძალიან მძიმე. პირველ რიგში, აუცილებლად უნდა მოხდეს მისი დაბარება და უნდა დაისვას კონკრეტული კითხვები, რაზეც პასუხები გვჭირდება.

საქართველოს არაფრისგან გადაუხვევია. ჩვენ ვართ დემოკრატიული, თავისუფალი ქვეყანა. თუ ვინმეს სურვილი აქვს, რომ თავში წამოგვარტყას და თავის „ხუშტურებზე“ გვატაროს, ეს ასე ვერ იქნება. ყველამ კარგად უნდა გაიგოს, რომ ჩვენ, როგორც სუვერენულ სახელმწიფოს გვჭირდება მეგობრები, პარტნიორები და არა ბატონები, რომლებიც თითს დაგვიქნევენ. თითი დაუქნიონ მას, ვისაც აქამდე უქნევდნენ. ჩვენთან ეს არ გამოუვათ, რადგან ჩვენ ჩვენი პოლიტიკით ვემსახურებით მხოლოდ და მხოლოდ ქვეყნისა და ქართველი ხალხის ინტერესებს. რა თქმა უნდა, ყოველთვის გვექნება პრინციპული პოზიცია“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

ის, რაც მომავალ კვირებსა და თვეებში გადაწყდება, განსაზღვრავს, ეკუთვნის საქართველო ევროპული ქვეყნების ოჯახს, თუ ბნელ წარსულს დაუბრუნდება - პაველ ჰერჩინსკი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები