მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თუ არსებული სიტუაცია შენარჩუნდება, საწვავი მარტშიც გაიაფდება - ირაკლი ლექვინაძე

640ef0c724bba
გიგა ბენია
13.03.23 14:07
1425
კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის, ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, შესაძლოა, საწვავი მარტშიც გაიაფდეს. როგორც ირაკლი ლექვინაძე აღნიშნავს, ფასების შემცირება კურსის სიმყარესა და საერთაშორისო ბაზარზე ფასების სტაბილურობაზეა დამოკიდებული.

„პრემიერთან ბაზარზე არსებული ვითარება განვიხილეთ. ვითარება კი დღეს ასეთია: თებერვალში საწვავის ფასი შემცირდა, ყველა ტიპის საწვავი 30-40 თეთრით გაიაფდა. თუ იგივე მოცემულობა დარჩება, რაც კურსის სტაბილურობას, საერთაშორისო ბაზარზე ფასების სტაბილურობას გულისხმობს, საწვავის გაიაფებას მარტშიც უნდა ველოდოთ“, - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

რაც შეეხება BMG-ს კითხვას, რა ეტაპზეა საწვავის ბაზრის მოკვლევა და რა დაადგინა კონკურენციის სააგენტომ, ირაკლი ლექვინაძე პასუხობს:

"მოკვლევა მიმდინარეობს, პრაქტიკულად დასკვნით ეტაპზე ვართ. 2022 წლის 8 თვის შეფასება თითქმის მზად გვაქვს, ახლა სამართლებრივ საკითხებზე მიმდინარეობს მსჯელობა. საბოლოო ჯამში, არის თუ არა დარღვევა, ეს მოკვლევის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი“ , -აღნიშნა ირაკლი ლექვინაძემ.

ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მოწოდებით, კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ საავტომობილო საწვავის ბაზრის მოკვლევა გასულ წელს დაიწყო. მოკვლევა ხუთი მსხვილი რეალიზატორის მიმართ მიმდინარეობს, რომლებიც ბაზარზე მოწინავე პოზიციებს იკავებს.

საავტომობილო საწვავის ბაზრის მოკვლევის პირველადი შედეგები თებერვალში უნდა გამოქვეყნებულიყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები