მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თუ აშშ-ს სურს ომი, იქნება ეს სატარიფო, სავაჭრო თუ სხვა სახის, ჩვენ მზად ვართ, ვიბრძოლოთ ბოლომდე - ჩინეთის საელჩო აშშ-ში

აშშ ჩინეთი

"თუ ომი არის ის, რაც ამერიკას სურს, იქნება ეს სატარიფო, სავაჭრო თუ სხვა სახის ომი, ჩვენ მზად ვართ - ვიბრძოლოთ ბოლომდე!", - ამერიკაში ჩინეთის საელჩომ ოფიციალური განცხადება გაავრცელა.

„თუ აშშ-ს ნამდვილად სურს ფენტანილის პრობლემის მოგვარება, მაშინ უმჯობესი იქნება ჩინეთთან კონსულტაციები და ერთმანეთის თანასწორად მოპყრობა. თუ ომი არის ის, რაც აშშ-ს სურს, იქნება ეს სატარიფო ომი, სავაჭრო ომი თუ სხვა ომი, ჩვენ ბოლომდე ბრძოლისთვის მზად ვართ“, - წერს აშშ-ში ჩინეთის საელჩო X-ზე.

ამასთან, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, „აშშ ფენტანილის საკითხს ჩინურ იმპორტზე ტარიფების გაზრდისთვის სუსტ საბაბად იყენებს“.

" მუქარა არ გვაშინებს, ბულინგი ჩვენზე არ მოქმედებს. ზეწოლა, იძულება ან მუქარა არ არის ჩინეთთან ურთიერთობის სწორი გზა. ვინც ჩინეთზე მაქსიმალურ ზეწოლას ახდენს, არასწორ გათვლას აკეთებს. თუ აშშ-ს ნამდვილად სურს ფენტანილის საკითხის გადაჭრა, მაშინ სწორია ჩინეთთან კონსულტაციები, ერთმანეთის თანასწორად მოპყრობით", - საგარეო საქმეთა მინისტრიც იმეორებს, რომ "თუ ომი არის ის, რაც ამერიკას სურს, იქნება ეს სატარიფო ომი, სავაჭრო ომი თუ სხვა სახის ომი, ჩვენ მზად ვართ - ვიბრძოლოთ ბოლომდე!".

საქმე ის არის, რომ ტრამპი ირწმუნება, რომ კანადას და ჩინეთს ტარიფები ფენტალინის შედინების შესაჩერებლად დაუწესა.

შეგახსენებთ, მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპმა ჩინეთიდან იმპორტირებულ საქონელზე ტარიფები გააორმაგა, ჩინეთმა მიიღო გადაწყვეტილება დააწესოს საპასუხო ტარიფები ამერიკისთვის გარკვეული სახის საქონელზე.

ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც ჩინურ საქონელზე ტარიფის გაორმაგებას, 10%-დან 20%-მდე გაზრდას, ითვალისწინებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები