“თუ აზერბაიჯანი შეთახმებას დაიცავს, სამუშაოს 70% უკვე შესრულებული იქნება”, - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ პაშინიანმა “პარიზის მშვიდობის ფორუმზე” სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ამ შემთხვევაში, სომხეთის პრემიერ-მინისტრი ორ ქვეყანას შორის, ევროკავშირის მედიაციით, გრანადაში მიღწეულ შეთანხმებას გულისხმობს, რომლის ჩამოყალიბებაში აქტიურად იყო ჩართული ევროსაბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი.
ამავე გამოსვლაში, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ირანთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი ინფორმაციით, ირანის ხელისუფლება მხარს უჭერს რეგიონში მშვიდობის დამყარებას, რომელიც სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და საზღვრების არაგაყოფადობის პრინციპებზე იქნება დაფუძნებული.
“პარიზის მშვიდობის ფორუმზე” სიტყვით გამოსვლისას, ნიკოლ პაშინიანმა რიცხვებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ 1990-იანი წლების შემდეგ, ნახევარი მილიონი სომეხი იძულებული გახდა აზერბაიჯანის ტერიტორია დაეტოვებინა, რასაც პაშინიანი “ეთნიკური წმენდად” და “არმენოფობიის” გამოვლინებად აფასებს.