მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თუ DCFTA-ის საფრთხე დაემუქრება, ეს ნეგატიურად აისახება როგორც ექსპორტზე, ასევე ზოგადად ეკონომიკაზე - გიორგი გუდაბანძე

გიორგი გუდაბანძე

ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის შეჩერების რისკის პარალელურად შესაძლოა, დღის წესრიგში ევროპასთან გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გადახედვის საფრთხეც დადგეს.

საქართველოსთან გაფორმებული DCFTA-ის გადახედვის შესაძლებლობაზე „რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში გაფართოების ევროკომისარმა მარტა კოსიმ ისაუბრა.

ბიზნესის წარმომადგენლების ნაწილი ამბობს, რომ თუკი ევროკავშირი საქართველოსთვის DCFTA-ის შეჩერებას გადაწყვეტს, ეს ქართული პროდუქციის ექსპორტისთვის და ზოგადად ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანი დაბრკოლება იქნება.

როგორც BMG-სთან კომპანია SavvY-ის ასოცირებული პარტნიორი აცხადებს, DCFTA-ს არსებობა მიღმა ნულოვანი საბაჟო ტარიფების იმას ნიშნავს, რომ ევროპელი პარტნიორები ქართველ ექსპორტიორებს ენდობიან. გიორგი გუდაბანძის თქმით, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების შეჩერება როგორც ქართველ ექსპორტიორებზე, ასევე ზოგადად ქვეყნის ეკონომიკაზე ნეგატიურად აისახება.

„DCFTA-ის ფარგლებში საქართველოში წარმოებული პროდუქცია ევროკავშირის ბაზარზე შესვლისას იმპორტის გადასახადისგან გათავისუფლებულია. ეს დამატებითი სტიმულია, ევროკავშირის ქვეყნების იმპორტიორებისთვის, რომ მეტი ქართული პროდუქცია შეისყიდონ. რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ შესაძლოა, ეს ხელშეკრულება შესაძლოა, გადაიხედოს და გარკვეულწილად საფრთხე დაემუქროს DCFTA-ის, ეს ცალსახად ძალიან უარყოფითი ფაქტია, რომელიც ნეგატიურად აისახება როგორც ქვეყნის ეკონომიკაზე, ასევე ზოგადად ექსპორტიორებზე, ეს ნებისმიერ სექტორზე აისახება.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ვაჭრობა ევროკავშირთან სწრაფი ტემპებით არ იზრდებოდა და სასურველი იქნებოდა, ევროპის ბაზარზე ექსპორტის უფრო მაღალი ტემპები ყოფილიყო, ამ ხელშეკრულებამ მოგვცა ის, რომ ჩვენ ევროკავშირის ბაზარზე უფრო ცნობადი გავხდით და გრძელვადიან პერიოდში ამ ყველაფერს თავისი შედეგები ჰქონდა. შესაბამისად, ამ ყველაფერსაც აუცილებლად შეექმნება საფრთხე, იმ შემთხვევაში თუკი გადაიხედება და გაუქმდება DCFTA”, - განაცხადა გიორგი გუდაბანძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები