რითეილ ასოციაციაში აცხადებენ, რომ საქართველოს FMCG ბაზარზე მარკეტებს შორის საკმაოდ დიდი კონკურენციაა.
როგორც BMG-ს ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარემ განუცხადა, იმ შემთხვევაში თუკი სადისტრიბუციო კომპანიებისთვის რომელიმე სავაჭრო ქსელის პირობები მიუღებელია, ბაზარზე საკმაოდ დიდი სივრცეა, რომ სხვა მარკეტთან ითანამშრომლონ.
გიორგი ხაბაშვილის თქმითვე, დღეს საქართველოში სწრაფად ბრუნვადი სამომხმარებლო პროდუქტების ბაზრის რეალური მოცულობა 18-20 მლრდ ლარის ფარგლებშია.
“ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ არის, რასაც ყურადღება უნდა მივაქციოთ ახლაც და ყოველთვის ეს არის ის, რომ ბაზარზე არის მაღალი კონკურენციაა. ანუ რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს იმას, რომ თუ რომელიმე ქსელმა რომელიმე სადისტრიბუციოსთვის მოითხოვა ამ კომპანიისთვის მიუღებელი პირობები, ბაზარზე საკმაოდ დიდი სივრცე არის იმისთვის, რომ ამა თუ იმ სუპერმარკეტთან, რომელთანაც არ აწყობს დისტრიბუციას, იმასთან არ ითანამშრომლოს და ითანამშრომლოს სხვა კომპანიასთან.
[კონკურენციის სააგენტოს] დასკვნას, ორი დათქმა ჰქონდა და ერთ-ერთი დათქმა იყო ის, რომ სწრაფად ბრუნვადი სამომხმარებლო პროდუქტების ბაზარი არის 13.6 მლრდ ლარი, თუმცა აქ არის მარტო დღგ-ს გადამხდელები. ეს მათი გადასაწყვეტი იყო, რატომ შეიყვანეს მარტო დღგ-ს გადამხდელები, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ძალიან კომპეტენტურ და მაღალი კვალიფიკაციის კომპანიების მიერ ჩატარებულ კვლევებში ჩანს, რომ საცალო სწრაფად ბრუნვადი სამომხმარებლო პროდუქტების ბაზრის მოცულობა საქართველოში არის დაახლოებით 18-20 მლრდ ლარამდე. შესაბამისად, თუ ერთ-ერთი დიდი ქსელური სუპერმარკეტის ბრუნვა, გაყიდვები, წლიური არის დაახლოებით მაგალითად 500 ამ 700 მლნ ლარი ან თუნდაც მილიარდი ლარი, ეს ნიშნავს იმას, რომ ყველაზე დიდ სუპერმარკეტების ქსელს უკავია მთელი საერთო ბაზრის დაახლოებით 4-5%. ანუ ეს ნიშნავს იმას, რომ საკმაოდ დიდი სივრცეა იმისთვის, რომ თუ ამა თუ იმ სუპერმარკეტმა მომწოდებლისთვის მიუღებელი პირობები მოითხოვა, ეს მომწოდებელი სხვა სუპერმარკეტებში, ან არაქსელურში, ან ქსელურ სუპერმარკეტებში უფრო გააქტიურდეს და აქტიურად იყოს წარმოდგენილი. ეს არის რეალურად თავისუფალი ბაზრის და კონკურენციის შინაარსი, რომელიც საბედნიეროდ საქართველოში თითქმის ყველა სექტორშია, მაგრამ აი მე ამ სექტორში ვიცი და ვერკვევი, ანუ ამ სექტორში არის ძალიან მაღალი”, - განაცხადა გიორგი ხაბაშვილმა.




























