მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თუ ერთნაირად დაშტამპულები უნდა ვიყოთ, რა მნიშვნელობა აქვს საბჭოთა კავშირის სტატუსი იქნება, თუ ევროკავშირის? - კალაძე

კალაძე

თუ ერთნაირად დაშტამპულები უნდა ვიყოთ, რა მნიშვნელობა აქვს საბჭოთა კავშირის სტატუსი იქნება, თუ ევროკავშირის? - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

თბილისის მერი გამოეხმაურა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ანა ლიურმანის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს ევროკავშირში გაწევრიანებას, თუმცა ეს არ ეხება საქართველოს ამჟამინდელ მთავრობას, რომელიც დაბრკოლებებს უქმნის ევროკავშირისკენ ამ გზას.

„ჩვენ ვიბრძოლეთ დამოუკიდებლობისთვის. იყო საბჭოთა კავშირი, არ მოგვწონდა, ვიყავით დაშტამპული სახელმწიფოებივით, ყველას ეფრთნაირი ხაზი. გვინდოდა, თავისუფლები და დამოუკიდებლები ვყოფილიყავით. ეს, რასაც ისინი კადრულობენ და აკეთებენ, არაფრით განსხვავდება საბჭოთა კავშირისგან. ჩვენ თავისუფლება გვინდა, დამოუკიდებლობა, ჩვენი სუვერენიტეტი. რატომ აქვს ევროპას ფასი? განსხვავებული სახელმწიფოებია ევროკავშირში, რომელსაც თავისი კულტურა აქვს, თავისი ტრადიციები. ამ მრავალფეროვნებით არის ევროკავშირი საინტერესო. თუ ამ ყველაფერს ხაზი გადავუსვით და ერთნაირად დაშტამპულები უნდა ვიყოთ, რა მნიშვნელობა აქვს საბჭოთა კავშირის სტატუსი იქნება, თუ ევროკავშირის? არ არის ეს დამოკიდებულება მისაღები. ევროკავშირისკენ იმიტომ მივისწრაფვით, რომ გვინდა თავისუფლება, დამოუკიდებლობა. ქართველ ხალხს წარმოადგენს საქართველოს ხელისუფლება, ეს არის მათთვის სამწუხარო რეალობა, ამ ტიპის განცხადებები უამრავი გვაქვს მოსმენილი და ზირო - ნულის ფასი აქვს ასეთ განცხადებებს. არ ვიცი ვინ არის ეგ ქალბატონი, ჩვეულებრივ, კუბილიუსია კაბაში“, - განაცხადა კალაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები