მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"თუ იქნება ადამიანების უფლებების დარღვევა და ზეწოლა, იქნება სანქციები" - ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

მარგუს ცაჰკნა

ეს["უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ"] კანონი არის სიმბოლო რუსეთსა და ევროკავშირს შორის არჩევანის, - ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაჰკნამ პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირი საქართველოს გვერდით დგას და ახლა, არჩევანი ქართველი ხალხის ხელშია.

"ეს კანონი არღვევს ადამიანის უფლებებს და სამოქალაქო თავისუფლებას. ყველაფერს იმას, რაზეც დგას ევროკავშირის ღირებულებები. ეს კანონი სიმბოლო რუსეთსა და ევროკავშირს შორის არჩევანის. ეს კანონპროექტი უფრო აშორებს საქართველოს ევროკავშირის გზიდან. ეს არის კანონი, რაზეც ევროკავშირს ექნება პასუხი.

თუ წახვალთ ამ გზით, თქვენ დაკარგავთ ბევრ რამეს. თუ იქნება ადამიანების უფლებების დარღვევა და ზეწოლა, იქნება სანქციები. ჩვენ გვჯერა, რომ ქართველი ხალხის ადგილი ევროკავშირშია. ეს, მათი ურყევი არჩევანია. ქართველ ხალხზეა დამოკიდებული გადაწყვიტონ, რა ტიპის მომავალი უნდათ საკუთარი თავებისთვის. ჩვენ, თქვენთან ვართ ამ გზაზე", - განაცხადა მარგუს ცაჰკნამ.

"რუსული კანონი" საქართველოს პარლამენტის 84-მა დეპუტატმა მესამე მოსმენით მიიღო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები