მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თუ ივანიშვილი აქტიურ საზოგადოებრივ ცხოვრებაში შემოვა, ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ - ოდიშარია

ბექა ოდიშარია
BM. GE
24.09.23 13:48
36

თუ ბიძინა ივანიშვილი აქტიურ საზოგადოებრივ ცხოვრებაში შემოსვლას დააპირებს, ამაში მე ვერაფერს ცუდს ვერ ვხედავ - ასეთი გამოცდილების ადამიანი, ბუნებრივია, კარგი იქნება, თუ სამოქალაქო სექტორში იქნება , - ამის შესახებ ინტერპრესნიუსის ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ წევრმა, ბექა ოდიშარიამ განაცხადა.

"ტვ. პირველის" ინფორმაციით, იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრმა 2023 წლის 18 სექტემბერს "ქართული ოცნების" დამფუძნებელს ბიძინა ივანიშვილის მოთხოვნა დაუკმაყოფილა და შეიცვალა წესდება ორგანიზაცია "მოქალაქეში", რომელიც ივანიშვილმა 2014 წელს დააფუძნა.

"ამჟამად ბიძინა ივანიშვილის გეგმების შესახებ იცის თვითონ ბიძინა ივანიშვილმა და იმ ადამიანებმა, ვინც ამ საჯარო რეესტრის მონაცემებში არიან. თუ ის დააპირებს აქტიურ საზოგადოებრივ ცხოვრებაში შემოსვლას, ამაში ვერაფერს ცუდს ვერ ვხედავ. ასეთი გამოცდილების ადამიანი, ბუნებრივია, კარგი იქნება,"- განაცხადა ბექა ოდიშარიამ. 

18 სექტემბერს დამტკიცებული წესდებაში ვკითხულობთ, რომ "მოქალაქის" რომლის თავმჯდომარეც ბიძინა ივანიშვილია, გეგმავს პარტნიორული ურთიერთობები დაამყაროს სახელმწიფო დაწესებულებებთან, ბიზნეს წრეებთან, საგანმანათლებლო ცენტრებთან, რელიგიურ და საჯარო ორგანიზაციებთან, საჯარო და სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები