მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"თუ კომპანია ამ ტემპით განვითარებას გააგრძელებს, ყოველწლიურად 40%-იანი ზრდა გვექნება" - "ჰერბიას" გეგმები

ჰერბიას რუკოლა

„ტემპი უნდა გავზარდოთ” - ასე პასუხობს „ჰერბიას“ დამფუძნებელი ზურაბ ჯანელიძე bm.ge-ს კომპანიის გეგმებთან დაკავშირებით დასმულ შესაბამის კითხვას. კომპანიის 2024 წლის მოლოდინები საკმაოდ საინტერესოდ გამოიყურება. უპირველესად გეგმები ეხება ექსპორტს.

აღსანიშნავია, რომ ადგილობრივ ბაზარზე მაღალი მოთხოვნის გამო კომპანიას ექსპორტი შეჩერებული აქვს და დიდი მოცულობების რეალიზაციას საერთაშორისო ბაზრებზე იქამდე არ დაიწყებს, სანამ წარმადობა უპირველესად საქართველოს ბაზარს არ დააკმაყოფილებს.

თუმცა 2024 წელს, „ჰერბია“ მცირე მოცულობით პროდუქციას ბულგარეთში გაიტანს, ამისთვის მოლაპარაკებების პროცესი ახლაც მიმდინარეა.

„ჰერბიას“ ძირითადი გეგმები მაინც საქართველოს უკავშირდება. კომპანიის დამფუძნებლის თქმით, ადგილობრივი ბაზარი ძალიან საინტერესო ხდება და თუ რამდენიმე წელი ეს ტემპი შენარჩუნდა, „ჰერბიას“ ყოველწლიურად 40%-იანი ზრდა ექნება.

„კიდევ რამდენიმე წელი დაგვჭირდება იმისთვის, რომ საქართველოს ბაზარი სრულად მოვიცვათ. როცა ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ამოვწურავთ, შევძლებთ ექსპორტს განსაკუთრებული ყურადღება დავუთმოთ.

ამ ეტაპისთვის ერთი საექსპორტო ბაზარი გვაქვს. საუბარია ბულგარეთზე, რომელსაც პროდუქტს დაახლოებით მარტში მივაწვდით. ეს იქნება მცირე მოცულობა.

ტენდენცია რაც გვაქვს არ უნდა შევასუსტოთ, არამედ ტემპი გავზარდოთ. ადგილობრივი ბაზარი ძალიან საინტერესო ხდება ამ პროდუქტისთვის, ალბათ, რამდენიმე წელი თუ კომპანია ამ ტემპით განვითარებას გააგრძელებს, ყოველწლიურად 30-40%-იანი ზრდას მივიღებთ“ - აღნიშნავს ჯანელიძე.

„ჰერბია“ დაფასოებულ ბოსტნეულს და მწვანილს აწარმოებს. კომპანიის მეურნეობა, იმერეთში - წყალტუბოში მდებარეობს. რაც შეეხება წარმადობას, „ჰერბიას“ წარმოება ყოველწლიურად 2000-2200 ტონამდე პროდუქტის რეალიზაციას უმკლავდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები