მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„თუ მე-12 კლასში დაბალი დასწრებაა, არ ნიშნავს რომ სასკოლო პროგრამა 11-წლიან სასწავლო წელს უნდა დაუბრუნდეს“

მინისტრი

განათლების მინისტრი გიორგი ამილახვარი, სკოლებში 11-წლიანი პროგრამის დაბრუნებას არ ემხრობა. ამის შესახებ მან “მინისტრის საათის” ფარგლებში ისაუბრა.

„11 კლასზე საუბარიც არ ღირს. იმის გამო რომ მე-12 კლასი დაბალი დასწრებაა, არ ნიშნავს რომ სასკოლო პროგრამა 11-წლიან სასწავლო წელს უნდა დაუბრუნდეს.

რაც შეეხება მე-12 კლასს და რეპეტიტორებს, - ვიცი ეს პრობლემა. სხვათა შორის რეპეტიტორობის ინსტიტუტი ცუდი პრაქტიკა არ არის და განვითარებულ ქვეყნებშიც არის, უბრალოდ ჩვენთან მან სამწუხაროდ ცოტა სხვა დანიშნულება შეიძინა.

ითქვა, რომ თუ ადამიანი რეპეტიტორთან არ მოემზადა ეროვნულ გამოცდებს ვერ დაძლევს - შესაძლოა ეს ასეა, მაგრამ შესაძლოა რიგ შემთხვევაში ასე არ არის. ცალსახად ამ მოსაზრებას ვერ დავეთანხმები მაგრამ ერთი ფაქტია - ჩვენი მთავარი დასაფიქრებელი და ამოცანა მანდ არის - რატომ არის საზომი და ამოცანა ბავშვისთვის ეროვნული გამოცდების ჩაბარება! თუ გნებავთ რეალურ განათლების პრობლემის დისკუსიის თემაში შევიდეთ, ამ ჭრილში უნდა გადავიტანოთ დისკუსია.

რაც შეეხება რეპეტიტორებს, ის ცვლილებები რომლებიც ეროვნულ სასწავლო გეგმაში დავაანონსე - ეროვნული შეფასება, რომელიც გულისხმობს ბავშვის ტრანზიციას უმაღლეს განათლებაში, პროფესიული განათლების აქტიურად შემოტანას ზოგად განათლებაში - ამ მიდგომით მიმაჩნია, რომ გარკვეული პერიოდის მერე ბავშვებს დავუბრუნებთ საშუალო საფეხურის, ანუ მე-9 მე-12 კლასს ვგულისხმობ, დანიშნულებას", - განაცხადა მინისტრმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები