მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„თუ მოისვრი, მობრუნდება“ – „ვისოლმა“ საქართველოში გზისპირა დანაგვიანების შესამცირებლად მასშტაბური გარემოსდაცვითი კამპანია დაიწყო

„თუ მოისვრი, მობრუნდება“ – „ვისოლმა“ საქართველოში გზისპირა დანაგვიანების შესამცირებლად მასშტაბური გარემოსდაცვითი კამპანია დაიწყო 
29.07.26 11:32
252

ვისოლმამასშტაბური გარემოსდაცვითი კამპანია - „თუ მოისვრი, მობრუნდებადაიწყო, რომელიც მიზნად ისახავს გზისპირა დანაგვიანების შემცირებას და საქართველოში პასუხისმგებლობიანი გადაადგილების ქცევის წახალისებას.

ვისოლიუკვე 26 წელია ქვეყნის მასშტაბით თანამედროვე სამოგზაურო ინფრასტრუქტურას ავითარებს და ქვეყანაში შესვენებისა და შევსების ერთადერთი ბრენდია, რომელიც ერთ სივრცეში აერთიანებს გზაზე საჭირო ყველა პროდუქტსა და სერვისს. დღესვისოლიამ პასუხისმგებლობას კიდევ უფრო აფართოებს და სამოგზაურო გარემოზე ზრუნვას გზაზე გადაადგილების კულტურის განუყოფელ ნაწილად აქცევს.

ჩვენ გვჯერა, რომკეთილი მგზავრობასუფთა გზით იწყება. „თუ მოისვრი, მობრუნდებაკამპანიით გვსურს იმ აზრის დამკვიდრება, რომ გარემოზე ზრუნვა თითოეული ჩვენგანის ყოველდღიური არჩევანიდან იწყება. როგორც ბრენდი, რომელიც მომხმარებელსკეთილი მგზავრობისთვისსაჭირო სერვისებსა და პროდუქტებს ერთიან სივრცეში სთავაზობს, „ვისოლისაკუთარ პასუხისმგებლობად მიიჩნევს იმ გარემოზე ზრუნვასაც, რომელშიც ვმოგზაურობთ. გზაზე მოსროლილი ნებისმიერი ნარჩენი საბოლოოდ ისევ უკან გვიბრუნდებადაბინძურებული გარემოს, ჯანმრთელობის რისკების, საგზაო საფრთხეების თუ ბუნებაზე მიყენებული ზიანის სახით. შესაბამისად, გვჯერა, პასუხისმგებლობიანი სამოგზაურო კულტურის დამკვიდრებით შესაძლებელია ამ საფრთხეების თავიდან აცილება.“ აცხადებსვისოლისსაზოგადოებასთან ურთიერთობის და CSR სამსახურის ხელმძღვანელი რუსუდან კბილაშვილი.

საქართველოში გზისპირა ნარჩენების მნიშვნელოვანი ნაწილი ყოველდღიური მოხმარების პროდუქტებისგან: პლასტმასის ბოთლებისგან, ალუმინის ქილებისგან, სიგარეტის ნამწვავებისგან, სველი ხელსახოცებისგან, პოლიეთილენის პარკებისა და საკვების შეფუთვებისგან შედგება. ერთი შეხედვით უმნიშვნელო ნარჩენები საბოლოოდ აბინძურებს ნიადაგს, მდინარეებსა და სასმელ წყალს, ზრდის ტყისა და ბალახის ხანძრების რისკს, აზიანებს ცხოველებს, საფრთხეს უქმნის საგზაო უსაფრთხოებას და უარყოფითად აისახება ქვეყნის ტურისტულ გარემოსა და ეკონომიკურ განვითარებაზე.

კამპანია ცნობიერების ამაღლების ეტაპით იწყება, თუმცა პროექტის ფარგლებში, გარემოსდაცვით ორგანიზაცია REC Caucasus-თან თანამშრომლობით, ცენტრალური ავტომაგისტრალის გორის მონაკვეთზე მდებარე MP Development-ის დასვენებისა და მომსახურების კომპლექსში განთავსდება პლასტმასისა და ალუმინის ქილების შემგროვებელი აპარატი, რომელიც მომხმარებლებს ნარჩენების სეპარაციის და მათი შემდგომი გადამუშავების შესაძლებლობას მისცემს.

კამპანია ეტაპობრივადვისოლისეკოსისტემის სხვა ბრენდებსაც გააერთიანებს. „სმარტისმარკეტებში დიჯიტალ კომუნიკაცია და ექსკლუზიური იმპორტის პროდუქტების შეფუთვებზე განთავსებული კამპანიის გზავნილი შეახსენებს მომხმარებლებს, რომ თუ მოისვრი, მობრუნდება“, ხოლო Wendy's®, Dunkin'® და Subway® საკუთარ მომხმარებლებთან კომუნიკაციაში პასუხისმგებლობიანი გადაადგილებისა და გარემოზე ზრუნვის თემას საკუთარი ბრენდების ფორმატში გააგრძელებენ.

კამპანიის გარე კომუნიკაციის მხარდამჭერია ალმა და SN Creative. მათთან თანამშრომლობით საქართველოს ქალაქების გასასვლელებში განთავსდა არასტანდარტული ბილბორდები, რომლებიც მძღოლებს პასუხისმგებლობიანი გადაადგილებისა და გარემოზე ზრუნვის მნიშვნელობას შეახსენებს. კამპანიას მხარს უჭერს Cavea — საქართველოს წამყვანი კინოთეატრების ქსელი და მთავარ ვიდეოს, რომელიც საშინელებათა ჟანრისაა, ფილმების ჩვენებამდე დაუთმობს დროს.

კამპანიის ფარგლებში ასევე დაგეგმილია გორის მონაკვეთზე დასუფთავების აქცია, ხოლო მომავალში ინიციატივის კიდევ უფრო გაფართოება და მასში სხვა კომპანიებისა და ორგანიზაციების ჩართვა.

ვისოლიმუდმივად ნერგავს ახალ სტანდარტებს როგორც საწვავის ხარისხის, ისე მომსახურებისა და ციფრული გამოცდილების მიმართულებით. უახლესი ევროპული სტანდარტის საწვავი, „ვისოლისლოიალობის აპლიკაცია და ინოვაციური სერვისები ყოველდღიურად ათასობით ადამიანის გადაადგილების გამოცდილებას აუმჯობესებს. თუმცა კომპანიისთვისკეთილი მგზავრობაიმ გარემოზე პასუხისმგებლობასაც გულისხმობს, სადაც მოგზაურობის საუკეთესო გამოცდილებას ქმნის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები