მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თუ ოჯახს დინამიკა აქვს პოზიტიური, აქვს შემოსავალი, აღარ უნდა რჩებოდეს სოცდაუცველთა ბაზაში - მინისტრი

მიხეილ სარჯველაძე

ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე ამბობს, რომ სოციალურად დაუცვლეთა ბაზაში არ უნდა რჩებოდეს ის ხალხი, ვინც ახლა არსებული ფინანსური, ეკონომიკური მდგომარეობით ვერ შეძლებდნენ, რომ დარეგისტრირებულიყვნენ ოჯახად, რომელსაც ეკუთვნის შემწეობა. მან ამის შესახებ ბრიფინგზე განაცხადა.

საქმე ისაა, რომ ჯანდაცვის სამინისტრო სოცდაუცველთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახების გადამოწმების აქტიურ პროცესს იწყებს.

როგორც მინისტრი ამბობს, ამ მიდგომით, მეტი რესურსი გაჩნდება მათი მხარდაჭერისთვის, ვისაც ობიექტური საჭიროება აქვს.

"ოჯახს თუ დინამიკა აქვს პოზიტიური, გაიუმჯობესა მდგომარეობა, აქვს შემოსავალი, ის ბუნებრივია აღარ უნდა რჩებოდეს ბაზაში. ამიტომ, ჩვენი გადაწყვეტილებაა, რომ ამ თვალსაზრისით სწორად მოხდეს დაჯგუფება ადამიანების და შესაბამისად, იყოს მეტი რესურსი და შესაძლებლობა გაჩენილი სწორედ იმ ადამიანთა მხარდაჭერისთვის, რომლებისთვისაც ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია", - აცხადებს მიხეილ სარჯველაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები