მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თუ პირველი შეხვედრა კარგად ჩაივლის, სურვილი მექნება, ორგანიზება გავუწიოთ პუტინისა და ზელენსკის შეხვედრას - ტრამპი

პუტინი

"თუ პუტინთან შეხვედრა კარგად ჩაივლის, სურვილი მექნება, ორგანიზება გავუწიოთ ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმერ პუტინს შორის შეხვედრას", - შესაბამისი განცხადება აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გააკეთა.

აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ თუ პუტინთან შეხვედრის დროს თუ „საჭირო პასუხებს“ვერ მიიღებს, შემდეგი შეხვედრა აღარ გაიმართება.

“თუ პირველი შეხვედრა კარგად ჩაივლის, მალევე მეორე გვექნება, სურვილი მექნება, რომ თითქმის დაუყოვნებლივ გავუწიოთ ორგანიზება - პრეზიდენტ პუტინსა და პრეზიდენტ ზელენსკის შორის, და მეც ვიქნები, თუ ენდომებათ, რომ დავესწრო. ეს იქნება შეხვედრა, რომელზეც, შესაძლოა, საკითხის სრულად მოგვარება მოხერხდეს.

ეს ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იქნება, რომელიც საფუძველს მოამზადებს მეორე შეხვედრისთვის. თუმცა, მეორე შეხვედრა შეიძლება არ მოხდეს თუ ვიგრძნობ, რომ სათანადო არ არის მისი ჩატარება, ვინაიდან ის პასუხები არ მივიღეთ, რომლებიც უნდა მიგვეღო. ასეთ შემთხვევაში მეორე შეხვედრა არ იქნება”, - განაცხადა ტრამპმა.

აშშ-რუსეთის სამიტი 15 აგვისტოს ანკორიჯში გაიმართება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები