მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თუ რუსეთმა ბირთვული იარაღი გამოიყენა, კაფასტროფა იქნება – უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი

621b9d1c62b90
სალომე მეცხვარიშვილი
27.02.22 19:44
5406
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომელმაც ბირთვული ძალები საგანგებო რეჟიმზე გადაიყვანა. კულებას თქმით, ეს არის ნაბიჯი, რომლის მიზანი უკრაინაზე პირდაპირი ზეწოლაა, თანაც მოლაპარაკებების წინ, რომელიც ხვალ, 28 თებერვალს, მხარეებს შორის უნდა გაიმართოს.

"როგორც ხედავთ, ეს გადაწყვეტილება მალევე მოჰყვა ორმხრივი მოლაპარაკებებების გამართვის შესახებ მხარეების თანხმობას",– ამბობს დმიტრო კულება.

მისივე თქმით, თუ რუსეთმა ბირთვული იარაღი გამოიყენა, ეს მსოფლიოსთვის კაფასტროფა იქნება.

“მაგრამ ეს ჩვენ არ გაგვტეხს…ჩვენ არ ავყვებით ამ ზეწოლას. (უკრაინა– ბელორუსის საზღვართან) დაანონსებულ მოლაპარაკებებს მივუდგებით ძალიან მარტივად. ჩვენ მივდივართ იქ, რათა მოვუსმინოთ რას ამბობს რუსეთი და ვეტყვით რას ვფიქრობთ ამ ყველაფერზე ჩვენ. და ჩვენ ვისაუბრებთ, როგორც უნდა შეჩერდეს ომი და ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია”,– ამბობს კულება და აღნიშნავს, რომ უკრაინა თავდაცვას აგრძელებს.

"NATO არ დამუქრებია რუსეთს" – თეთრი სახლის პასუხი პუტინს, რომელმაც რუსეთის ბირთვული ძალები საგანგებო რეჟიმში გადაიყვანა

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები