მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"თუ საჭირო გახდება, მე, როგორც ექიმი, თავდებში ჩავუდგები" - თემურ მიქელაძე დაკავებულ ექიმ ჩახუნაშვილზე

 თემურ მიქელაძე

პედიატრი თემურ მიქელაძე, რომელიც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ გახსნილ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა კლუბს ხელმძღვანელობდა, მზადაა, თავდებში ჩაუდგეს დაკავებულ კოლეგას, გიორგი ჩახუნაშვილს. ამის შესახებ ინფორმაციას "ბათუმელები" ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, თემურ მიქელაძემ „ნეტგაზეთს“ განუცხადა, რომ მას "ყველაფრის გარკვევის" იმედი აქვს.

„გოგი ჩახუნაშვილი არის ჩემი მასწავლებელი. მე ვიმედოვნებ, რომ ყველაფერი გაირკვევა. თუ საჭირო გახდება, მე, როგორც ექიმი, თავდებში ჩავუდგები“, - განუცხადა „ნეტგაზეთს“ თემურ მიქელაძემ.

ცნობისთვის, ექიმი გიორგი ჩახუნაშვილი გუშინ დააკავეს. დღეს საღამოს, 20:00 საათზე რუსთაველის გამზირზე ექიმების საპროტესტო აქცია იგეგმება. სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები ექიმ გიორგი ჩახუნაშვილის დაკავებას ეხმაურებიან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები