შავი პარასკევი, უკვე დიდი ხანია, წლის ის დღეა, რომელსაც შოპინგის მოყვარულები განსაკუთრებით ელიან. დრო, როცა ოცნებებში ნანახი ნივთები რეალობად იქცევა, რადგან ათასობით პროდუქტზე განსაკუთრებული ფასდაკლება მოქმედებს.
ICR HOME-ში შავი პარასკევი წელს 14 ნოემბერს დაიწყო და უახლესი კოლექციები უკვე ხელმისაწვდომია როგორც ფილიალებში, ისე ვებგვერდზე — ICRHOME.GE.
სრულ კოლექციაზე 30%-იანი ფასდაკლება მოქმედებს, შერჩეულ მოდელებზე კი — დამატებითი შეთავაზებები.
ფასდაკლებებთან ერთად, სხვადასხვა ბრენდის მრავალფეროვანი სტილის არჩევანი მომხმარებელს გადაწყვეტილების მიღებას კიდევ უფრო უმარტივებს.
გემოვნება განსხვავდება — მაგრამ ICR HOME-ის შავი პარასკევის ფასდაკლებებზე ნამდვილად არავინ დაობს.
ICR HOME უკვე მრავალი წელია წარმოადგენს ადგილს, სადაც ესთეტიკა, ინოვაცია და ხარისხი ერთიანდება - რაც მის თანამედროვე და მრავალფეროვან კოლექციებშიც მკაფიოდ ჩანს. ინტერიერის ტენდენციები მუდმივად იცვლება, თუმცა დღეს განსაკუთრებით პოპულარულია ბუნებრივი მასალები, სიმარტივე და კომფორტი - მიმართულებები, რომლებიც ICR HOME-ში წარმოდგენილ ბრენდებშიც სრულად აისახება, რის გამოც ის 20 წელზე მეტია, ბაზარზე წამყვან პოზიციას ინარჩუნებს.
შავი პარასკევის შეთავაზებები ICR HOME-ში:
- 30%-იანი ფასდაკლება სრულ კოლექციაზე — ყველა ბრენდზე, როგორც ონლაინ ასევე ფიზიკურ შოურუმებში;
- Black Price ნივთები განსაკუთრებულად მიმზიდველი ფასებით, შეზღუდული რაოდენობით;
- დამატებით -20% აუთლეტ კოლექციაზე;
- დამატებით -10% უკვე ფასდაკლებულ ნივთებზე.
ICR HOME-ის კოლექციებში იპოვით ყველა გემოვნების ავეჯს, რასაც ბრენდების მრავალფეროვნება უზრუნველყოფს:
Laboratory My Home - ავეჯისა და დეკორის 100-მდე საერთაშორისო ბრენდის ერთიანი სივრცე, სადაც თითოეული ნივთი შერჩეულია საერთაშორისო გამოფენებზე და მორგებული თანამედროვე ტენდენციებზეა;
KARE - გერმანული ბრენდი ავეჯის, განათებისა და დეკორის ფართო ასორტიმენტით, რომელიც ინტერიერს ინდივიდუალურ სტილს სძენს;
NATERIAL - გარე ავეჯის ფრანგული ბრენდი, რომელიც ბუნებრივ ტექსტურებსა და თანამედროვე დიზაინს აერთიანებს — თქვენი ტერასებისთვის, ეზოებისა და ბაღებისთვის.
MY OFFICE - თანამედროვე სამუშაო სივრცისთვის შექმნილი ავეჯი, რომელიც სტილისა და ფუნქციური დიზაინის შერწყმით პროდუქტიულ გარემოს ქმნის.
Sleep & Bed - ხარისხიანი ძილისთვის საჭირო მატრასების, საბნებისა და ბალიშების კოლექცია, რომელიც ჯანმრთელ და კომფორტულ ცხოვრებას უზრუნველყოფს.
ეწვიეთ ICR HOME-ის ფილიალებს თბილისსა და ბათუმში ან ისარგებლეთ შეთავაზებით ონლაინ. აირჩიეთ სტილი, დიზაინი და განწყობა, დანარჩენზე კი ICR HOME იზრუნებს.
რადგან, თუ სახლის მოწყობას გეგმავ — ICR HOME-ში ფასდაკლებაზე არ დაობენ.





























