მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თუ საქართველო ევროინტეგრაციის 12 პუნქტს შეასრულებს, ამით ჩვენი ურთიერთობა აშშ-სთანაც გაღრმავდება - გოგოლაშვილი

6457998c6410d
სალომე ხიდურელი
07.05.23 17:35
887
„ბოლო ხანებში სიტუაცია უფრო რთულად არის, ვიდრე გვეგონა“, - ამის შესახებ „ანალიტიკაში“ ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი კახა გოგოლაშვილი საუბრობს.

„აქამდე ვფიქრობდით, რომ შეგვეძლო, ხელისუფლება რაღაცაში დაგვერწმუნებინა, რომ მსჯელობითა და დისკუსიით შეიძლებოდა, რამე შეცვლილიყო, მაგრამ ამ ბოლო დროს ძალიან უხეში და მოუქნელი გახდა მთავრობის პოლიტიკა. იმედი მქონდა, დეპოლარიზაციას საზოგადოება იმით მიაღწევდა რომ პოლიტიკური პარტიები და სამოქალაქო საზოგადოება ამბიციებს დათმობდა, თავად მივიდოდა ხელისუფლებასთან, მაგრამ დღეს მთავრობა თავად არ იღებს მათ.

აბსოლუტურად მცდარია, როგორც ემზადება მთავრობა არჩევნებისთვის, ისევე როგორც მისი მცდელობები, მოსახლეობაში განხეთქილება ჩამოაგდოს, დასავლეთს დაუპირისპირდეს. არადა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თუ დასავლურ სამყაროსთან ურთიერთობის კურსი გიჭირავს, ამ კურსიდან არ გადაიხარო, თორემ არაფერი გამოვა“, - ამბობს გოგოლაშვილი.

ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორმა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში აშშ-ის ჩართულობის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამერიკასთან სამომავლო პარტნიორობისათვის საქართველომ მოცემული 12 პუნქტი უნდა შეასრულოს.

„ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირი ერთმანეთს ასე ბოლო ორ ათწლეულში დაუკავშირდნენ და ამაში ძალიან დიდი როლი შეასრულა რუსეთის პოლიტიკამ და ომმა. მანამდე მათ ღირებულებებს შორის საკმაოდ დიდი განსხვავება იყო. დღეს ამერიკა მიხვდა, რომ მსოფლიოს ამ ნაწილის ევროკავშირში ინტეგრირება აუცილებელია. ეს 12 პუნქტი არის არა მხოლოდ ევროკავშირის მიერ დანახული საქართველოს ევროპული მომავალი, არამედ მას აშშ-ც ეთანხმება. აბსოლუტურად იდენტურია პრიორიტეტები აშშ-ისთან დადებულ „სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიასა“ და ევროკავშირთან გაფორმებულ ასოცირების ხელშეკრულებაში. თუ საქართველო ამ 12 პუნქტს შეასრულებს, შეერთებულ შტატებთანაც გაღრმავდება ჩვენი ურთიერთობა“, - აცხადებს კახა გოგოლაშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები