თუ საქართველო ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით დიალოგს არ განაახლებს და ქვეყანა ევროპულ მიმართულებას არ დაუბრუნდება, მას სტაგნაცია ემუქრება - ამის შესახებ "ემ-ქეი დეველოპმენტ გრუპის" დამფუძნებელი, მალხაზ კუნელაური აცხადებს.
კუნელაურმა BMG-სთან ამბობს, რომ იმ შემთხვევაში, თუკი საქართველო სწრაფად არ დაბრუნდება ევროინტეგრაციის გზას, ქვეყანაში სტაბილური ეკონომიკური გარემო ვერ იქნება. თუმცა მისივე თქმით, მას შესაბამისი მოლოდინი „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მხრიდან ნაკლებად აქვს.
„თუ საქართველო ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით დიალოგს არ განაახლებს და ქვეყანა ევროპულ მიმართულებას არ დაუბრუნდება, მას სტაგნაცია ემუქრება. აუცილებლად უნდა მოხდეს ევროპის და საქართველოს ერთმანეთთან დაახლოება, თუ ამას რაიმე ფორმით საფრთხე შეექმნება, მაშინ ეკონომიკური გარემო მნიშვნელოვნად გაუარესდება და ჩვენ ვერ უზრუნველვყოფთ, რომ ქვეყანაში სტაბილური ეკონომიკური გარემო შევინარჩუნოთ. მე პირადად, ნაკლებად მაქვს მოლოდინი, რომ „ქართულ ოცნებას“ გულწრფელი სურვილი აქვს, რომ ქვეყანა დასავლური, ევროპული განვითარების გზით წაიყვანოს. ვისურვებ, რომ მე ვცდებოდე და ეს ყველაფერი არ იყოს სიმართლე და ხელისუფლებამ სწრაფად შეძლოს ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე დაბრუნება“, - განაცხადა მალხაზ კუნელაურმა.