მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თუ სათანადო იმუნური ფონი არ შეიქმნა, პანდემია არასოდეს დასრულდება... #აიცერი - ანა ჟულინა

606aea071fc73
ინგა მურუსიძე
06.04.21 09:45
927
ჯანდაცვის სპეციალისტი ანა ჟულინა კორონავირუსის პანდემიის დასრულების აუცილებლობაზე საუბრობს. ის უერთდება Forbes Health-ის კამპანიას #აიცერი და აცხადებს, რომ ვაქცინაცია აუცილებელთან ერთად, სავალდებულოც არის.

როგორ მან თქვა, უკვე ერთი წელია, ადამიანების ცხოვრება შეიცვალა და პანდემია აისახა არა მხოლოდ სოციალურ სიტუაციაზე, არამედ ბევრი ადამიანის მენტალურ ჯანმრთელობაზეც.

„ვირუსმა დიდი გავლენა მოახდინა ყველაფერზე - დაინფიცირდა ბევრი ადამიანი, ბევრმა გადაიტანა კოვიდი, ბევრი გარდაიცვალა, საქართველოს შემთხვევაში მაჩვენებლები საკმაოდ მაღალია. ჩემ გარშემოც იყვნენ ინფიცირებულები. საბედნიეროდ, არავინ გარდაცვლილა, თუმცა მეგობრების მეგობრებში იყო მსგავსი ფაქტები და ეს ტრაგიკული ამბავია. ასევე მაქვს შიში ჩემ გარშემო მყოფი ადამიანების გამო; როცა მშობლები გყავს რისკ-ჯგუფში, გეფიქრება, რომ პანდემია სერიოზული საკითხია და ფრთხილობ, ოჯახის წევრს სახლში რაიმე არ მიუტანო.

პანდემიის დასრულება შესაძლებელია ვაქცინაციით. ეს ყოველთვის ასე იყო, ჯერ კიდევ მაშინ, როცა ყვავილის საწინააღმდეგო ვაქცინა გამოიგონეს და დაავადება აღმოფხვრეს. ასე მოხდა პოლიომიელიტთან დაკავშირებითაც, რისი შემთხვევებიც საქართველოში ახლაც გვხვდება, წლის განმავლობაში რამდენიმე. ძალიან ბევრი ინფექცია კონტროლდება ვაქცინაციით და ეს მნიშვნელოვანია.

კოვიდის გამო, კომუნიკაცია და ერთ სივრცეში ყოფნა ადამიანებს რისკს უქმნის, ვაქცინაცია აუცილებელი კი არა, სავალდებულოც კი უნდა იყოს, რადგან თუ სათანადო იმუნური ფონი არ შეიქმნა, პანდემია არასოდეს დასრულდება და წლების მანძილზე მოგვიწევს ასეთ სიტუაციაში ყოფნა. ეს კი, თავის მხრივ, დიდ გავლენას მოახდენს საზოგადოებაზეც, ეკონომიკასა და საზოგადოებრივ ჯანდაცვაზეც. ვაქცინაცია ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ #აიცერი“, - განაცხადა ანა ჟულინამ.





ცნობისთვის, BMG-ისა და ForbesHealth-ის მიერ ვაქცინაციის პოპულარიზაციის მიზნით დაწყებული კამპანიის ფარგლებში სხვადასხვა პროფესიის ადამიანები საზოგადოებას ვაქცინაციის აუცილებლობაზე უყვებიან. როგორც Forbes Georgia-ს მთავარი რედაქტორი და BMG-ის დამფუძნებელი გიორგი ისაკაძე აცხადებს, ვაქცინაციის გარეშე ვერც ადამიანების სიცოცხლეს გადავარჩენთ და ვერც - ქვეყნის ეკონომიკას.

„ვაქცინაციის გარეშე საქართველოს ეკონომიკა ვერ დაიქოქება, ამიტომ #აიცერი. იმისთვის, რომ Teliver-ი და სხვა ახლახან ამოქოქილი ბიზნესები ან, თუ გნებავთ, 30-წლიანი გამოცდილების მქონე ბიზნესები არ შეფერხდნენ და გააგრძელონ განვითარება, აუცილებელია, პირველ რიგში, გამოსწორდეს ეპიდვითარება, რომელიც გარდა ჩვენ მიერ წესების დაცვისა, პირდაპირ კავშირშია ვაქცინაციასთან“, - ამბობს გიორგი ისაკაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები