მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

„თუ სექტემბერში მილიონ აცრას ჩავატარებთ, ეპიდემიას წელში სერიოზულად გავტეხთ“ - გამყრელიძე

61289432a1573
თამთა ჯიჯავაძე
27.08.21 11:35
1099
„თუ სექტემბერში მილიონ აცრას ჩავატარებთ, ეპიდემიას წელში სერიოზულად გავტეხთ“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ბოლო ორი დღეა დღიური დადებითობის მაჩვენებელი 10%-ს ჩამოსცდა, რაც კარგი ტენდენციაა, თუმცა ეს დინამიკა ჯერ მხოლოდ ოდნავ იგრძნობა.

„ბოლო რამდენიმე დღეა აქტიურ შემთხვევათა რაოდენობა, დაახლოებით, 6000-7000-ით შემცირდა. ახლა არის, დაახლოებით, 56 000 აქტიური შემთხვევა. ორი დღის მონაცემები გარკვეულწილად დამაიმედებელია. მართალია, დღესაც 4000-ზე ოდნავ მეტი ახალი ინფიცირების შემთხვევა გვაქვს, მაგრამ რამდენიმე დღეა გამოჯანმრთელებულთა რიცხვი ახალ ინფიცირებულთა რაოდენობას ოდნავ აჭარბებს. ეს იმედის ნაპერწკალს იძლევა, რომ ეპიდემია თანდათან შეკავდეს, მაგრამ ამას ძალიან დიდი და სერიოზული მუშაობა ყველას მხრიდან სჭირდება. დავიცვათ წესები, პირველ რიგში, ვატაროთ პირბადე და ავიცრათ“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ცნობისთვის: ბოლო 24 საათში საქართველოში ინფიცირების 4 031 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 4 585 პაციენტი გამოჯანმრთელდა. გარდაიცვალა 73 ინფიცირებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები