მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თუ შესაბამის გადაწყვეტილებებს არ მივიღებთ, დედაქალაქში გადაადგილება შეუძლებელია გახდება - კალაძე

BM.GE
14.12.22 15:01
182
თუ შესაბამის გადაწყვეტილებებს არ მივიღებთ, დედაქალაქში გადაადგილება შეუძლებელია გახდება - ამის შესახებ დღეს თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა. როგორც კახა კალაძე ამბობს, დედაქალაქში წლიდან წლამდე ავტომობილების რაოდენობა მზარდია, რაც ქალაქში გადაადგილებას აფერხებს. კალაძე ამბობს, რომ დამატებითი ინფრასტრუქტურის, მაგალითად ე.წ ესტაკადების მოწყობა პრობლემას ვერ მოაგვარებს და გამოსავალი მოწესრიგებული და კომფორტული საზოგადოებრივი ტრასნპორტია. რა არის დღეს თბილისის მთავრობის სატრასნპორტო პოლიტიკის მთავარი გამოწვევა და რა პერიოდი დასჭირდება დედაქალაქს იმისთვის, რომ დღეს არსებული პრობლემები გადაიჭრას და გადაადგილება, როგორც თბილისის მერი ამბობს ხოლმე იყოს ყველასთვის სწრაფი, კომფორტული და ხელმისაწვდომი.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები