პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ თუ ტელეკომპანია "იმედი" ბანკს მართლაც გახსნის, მზად არის, რომ ანგარიში გახსნას. ასე უპასუხა მან ჟურნალისტის კითხვას რამდენად შესაძლებელია ტელეკომპანიამ საკუთარი ბანკი გახსნას.
"იმედის" კომპანიის განცხადებაა და მე არაფრის თქმა არ შემიძლია. არ ვიცი, ჩვეულებრივად ყველა ადამიანს აქვს შესაძლებლობა, შესაბამისი პირობების შემთხვევაში, ნებისმიერ ბიზნესს მისწეროს.
თუ კი ასეთი ბანკი შეიქმნება და იქნება შესაძლებელი რომ ფიზიკურმა პირებმა გახსნან ანგარიში, მე აუცილებლად გავხსნი ჩემს ანგარიშს", - განაცხადა პაპუაშვილმა.
დღეს, 27 თებერვალს, დიდი ბრიტანეთის მიერ სანქცირებულმა "იმედმა" განაცხადა, რომ უახლოეს პერიოდში საკუთარ ბანკს გახსნის: "საზოგადოებას ვაცნობებთ, რომ ჩვენ, „იმედის“ ჰოლდინგის ახალი დამფუძნებლები, ტელეკომპანიის ერთგული მეგობრებისა და სპონსორების ფინანსური მხარდაჭერით, უმოკლეს ვადაში, სულ რამდენიმე თვეში, შევქმნით საკუთარ ბანკს, სახელწოდებით "იმედის ბანკი“.




























