მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თუ სიტუაცია არ გამოსწორდება, საქართველოში დასავლური ინვესტიციები შეწყდება - სანდრო შელია

სანდრო შელია

აშშ-ს მხრიდან სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერება ყველაზე დიდი დარტყმაა საქართველოსთვის და არც შეედრება თუნდაც პერსონალურ სანქციებს - ამის შესახებ ბიზნესმენი, კომპანია CAI-ს გენერალური დირექტორი აცხადებს.

როგორც სანდრო შელიამ BMG-ის განუცხადა, თუკი დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობა არ გამოსწორდება, საქართველოში დასავლური ინვესტიციების შემოსვლა შეჩერდება და საქართველოში ქვეყანაში თანხები მხოლოდ არადემოკრატიული ქვეყნებიდან შემოვა.

„აშშ საქართველოს ყველაზე დიდი მეგობარი ქვეყანაა, რომელსაც ყველაზე დიდი მხარდაჭერა აქვს გამოხატული ჩვენი ქვეყნის მიმართ. აშშ-ს საქართველოსთვის დახმარება აქვს გაწეული არამხოლოდ ფინანსური მიმართულებით, არამედ ჩვენი ინსტიტუტების მშენებლობის კუთხითაც. შესაბამისად, როდესაც შენი ყველაზე დიდი მეგობარი გეუბნება, რომ სტრატეგიულ პარტნიორობას ვეღარ გავაგრძელებ, რადგან შენი მთავრობა ანტიდემოკრატიულია, ეს უდიდესი დარტყმაა საქართველოსთვის.

თუ უახლოეს დროში სიტუაცია არ გამოსწორდება და სიტუაცია მხოლოდ რიგგარეშე ახალი, თავისუფალი არჩევნების ჩატარებით შეიძლება გამოსწორდეს, ამ შემთხვევაში დასავლური დახმარება, ინვესტიციები ჩვენს ქვეყანაში შეწყდება და მას რუსეთიდან და მსგავსი ქვეყნებიდან ინვესტიციები ჩაანაცვლებს. წარმოიდგინეთ, როდესაც თანხების დაბანდება მხოლოდ რუსეთიდან და ასეთი არადემოკრატიული ქვეყნებიდან იქნება, ეს ქვეყანა ბელარუსი კი არა, ბელარუსზე ბევრად უარესი იქნება“, - განაცხადა სანდრო შელიამ.

ცნობისთვის, აშშ საქართველოსთან სტრატეგიულ პარტნიორობას აჩერებს. როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში იყო აღნიშნული, "ქართული ოცნების" სხვადასხვა ანტიდემოკრატიულმა ქმედებებმა დაარღვია აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი პრინციპები, რაც დაფუძნებული იყო საერთო ღირებულებებზე და დემოკრატიისადმი ერთგულებაზე, კანონის უზენაესობაზე, ადამიანის უფლებების პატივისცემასა და კორუფციის წინააღმდეგ მიმართულ ძალისხმევაზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები