მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თუ თოვლი არ მოვიდა, ბაკურიანში ხელოვნურ გათოვლიანებას 28 დეკემბრიდან დავიწყებთ - ფედერაცია

6391b5f9c29eb
ინგა მურუსიძე
08.12.22 14:15
1602
თუ თოვლი არ მოვიდა, ბაკურიანში ხელოვნურ გათოვლიანებას 28 დეკემბრიდან დავიწყებთ, - ამის შესახებ „საქართველოს სათხილამურო ფედერაციის“ ფედერაციის პრეზიდენტმა ზურაბ კოსტავამ განაცხადა, რომელმაც სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა კომიტეტს 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის მოსამზადებელი სამუშაოების დეტალები გააცნო. შეგახსენებთ, წელს საქართველოში თავისუფალი სტილით სრიალში თხილამურითა და სნოუბორდით, ჩემპიონატი გაიმართება.

„გათოვლიანებას რაც შეეხება, მთელ მსოფლიოში პრობლემაა, აღარ მოდის იმ რაოდენობის თოვლი, როგორც ადრე იყო, წინა საუკუნეში. ბოლო 20 წელია საერთაშორისო ფედერაციის ინსტრუქციაში წერია, რომ ყველა შეჯიბრი ტარდება ხელოვნურ თოვლზე. სახელმწიფომ ძალიან კარგი პროექტი შეასრულა, ხელოვნური ტბები აშენდა, რომლებიც დასრულებულია და უკვე ივსება. თუ თოვლი არ მოვიდა, 28 დეკემბრიდან დავიწყებთ ხელოვნურ გათოვლიანებას, ხოლო თუ თოვლი მოვიდა და მინიმუმ ნახევარი მეტრის საფარი გვექნება, ეს ძალიან წაგვადგება, რადგან ეს ხელს უწყობს მერე თოვლის შენახვას. ინფრასტრუქტურა თითქმის მთლიანად მორჩენილია, დარჩენილია მხოლოდ ე.წ. კოსმეტიკური საკითხები“, - ამბობს ზურაბ კოსტავა.

მისი ინფორმაციით, უკვე დარეგისტრირებულია 42 ქვეყანა და 1400-მდე სპორტსმენი.

„რუსეთი და ბელორუსი არ დაიშვებიან. ჩვენს სპორტსმენებს რაც შეეხება, 5 ქართველ სპორტსმენს აქვს მოპოვებული ქულები, რომლებსაც შეუძლიათ, რომ მონაწილეობა მიიღონ. მგონია, რომ 6 სპორტსმენზე მოვიპოვებთ ლიცენზიას“, - ამბობს კოსტავა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები