მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"თუ ტრასების 70% გათოვლიანდება, ყოველ წელს გვეცოდინება, როდის გაიხსნება სეზონი" - Best Western Gudauri

კვიწი

„თუ ტრასების მინიმუმ 70% გათოვლიანდება, ყოველ წელს გვეცოდინება, როდის გაიხსნება სეზონი“- ამის შესახებ „საქმის კურსთან“ ინტერვიუში სასტუმრო Best Western Gudauri-ს მფლობელი აცხადებს. გიორგი კვიწინაშვილის თქმით, ბიზნესი თოვლის მოსვლა/არმოსვლაზეა დამოკიდებული, ტრასების გათოვლიანების გაფართოება კი, სასტუმროებს გარანტირებული ჯავშნების მიღების შესაძლებლობას მისცემს.

“გვინდა, რომ გათოვლიანების სისტემამ ტრასების უფრო მეტი და მეტი ნაწილი მოიცვას, რაც სასტუმროებს გარანტირებული ჯავშნების საშუალებას მოგვცემს. დღეს 10-დან ერთი ტრასაა გათოვლიანებული და დიდი რაოდენობის თოვლის მოსვლა/არმოსვლაზე ვართ ყველა დამოკიდებული

როცა ტრასების მინიმუმ 70% მაინც სრულად გათოვლიანდება, ეს ჩვენთვის უკვე დიდი პლუსი იქნება. ყოველ წელს გვეცოდინება, როდის გაიხსნება სეზონი. ტურისტული სააგენტოებიდან პირველი შეკითხვა არის იმაზე, წელს როდის გაიხსნება სეზონი და ამაზე არასდროს არავის აქვს პასუხი“, - აცხადებს გიორგი კვიწინაშვილი.

მისი თქმით, ამ დროისთვის გუდაურში არსებულ სასტუმროებში იანვარ-თებერვლის პერიოდზე ადგილების 50-60% დაჯავშნილია. ჯავშნების დიდი ნაწილი ისრაელის, სპარსეთის ყურის ქვეყნებისა და პოლონეთის ტურისტებზე მოდის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები