მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"თუ ტრიბუნასთან მომიწვევენ ხომ კარგი, თუ არადა ხალხში ვიდგები" - პრეზიდენტი ხვალ დაგეგმილ სახალხო ზეიმს უერთდება

ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი თბილისში, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებისადმი მიძღვნილ სახალხო დღესასწაულს უერთდება.

როგორც პრეზიდენტმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ის ტრიბუნასთან მივა თუ მიიწვევენ, თუ არადა ხალხში დადგება და ზეიმს ისე შეუერთდება.

„მე მგონი პრემიერმა გამოაცხადა, რომ ხვალ იქნება სახალხო ზეიმი ყველასი, მე ვუერთდები ამ ზეიმს. თქვენს უნდა შემოუერთდეთ, ყველა უნდა ვიდგეთ, რადგან ეს არის საქართველოს ზეიმი. მე მზად ვარ, რომ ყველაფერში მივიღო მონაწილეობა. თუ ტრიბუნასთან მომიწვევენ ხომ კარგი, თუ არადა ხალხში ვიდგები და ერთად ვიზეიმებთ ხვალინდელ დღეს. ამ დღით იწყება საქართველოს დიდებული, ევროპული მომავალი. ამას გილოცავთ ყველას“, - თქვა პრეზიდენტმა.

ინფორმაციისთვის, ხვალ კანდიდატის სტატუსის მიღებისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება 17:00 საათზე, თავისუფლების მოედანზეა დაგეგმილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები