მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თუ უკეთესი საქართველო მინდა, მე უნდა გავხდე ცვლილების დამწყები, ამიტომ ვდგავარ რუსთაველზე - გიდი

ნუცა ცქიმანაური

„მე თუ უკეთესი საქართველო მინდა, ცვლილება ჩემით უნდა დაიწყოს - ამიტომ ვდგავარ რუსთაველზე“ - ამბობს სათავგადასავლო ტურიზმის სპეციალისტი ნუცა ცქიმანაურია, რომელიც უწყვეტი პროტესტის აქტიური მონაწილეა.

მისი თქმით, იმის ნაცვლად, რომ სახელმწიფო ზრუნავდეს საკუთარ მოქალაქეებზე - ახალგაზრდების უკეთეს მომავალსა და თუ პენსიონერების ღირსეულ სიბერეზე, ქმნის ისეთ გარემოს, სადაც მოქალაქეები იჩაგრებიან.

„რატომ ვდგავარ რუსთაველზე? არ მინდა, საპენსიო ასაკში ისევ რუსთაველზე ვიდგე, ღირსეულ პენსიას ვითხოვდე, გაძვირებულ პროდუქტებს ვაპროტესტებდე და რომში მოგზაურობაზე ვოცნებობდე!

პროპაგანდა ცდილობს, მიგვაჩვიოს ნარტივს, რომ "სუპი მაქვს და სუპს ვჭამ", ნორმალურია, მაგრამ ეს არ უნდა დავიჯეროთ“, - თქვა ნუცა ცქიმანაურმა „წერტილთან“ ინტერვიუში, სადაც უწყვეტი პროტესტის მიზეზებსა და მიზეზებზე ისაუბრა.

გიდის ყოველდღიურობა - ღამე სამსახურში, დღე კი - რუსთაველზე, მისივე თქმით, რთულია, მაგრამ აუცილებელი.

„ჩვენ, ვინც რუსთაველზე ვდგავართ, უსამშობლოებს, სატანისტებს გვეძახიან… მოდით და დაგველაპარაკეთ. იქ დგას ყველა პროფესიის, ყველა თაობის, შრომით გადაღლილი პატრიოტი ხალხი. იქ საქართველო დგას“, - ამბობს ნუცა ცქიმანაური და ფრუსტრირებულ და პასიურ მოქალაქეებსაც მოუწოდებს, კვირაში ორჯერ მაინც შეუერთდეს რუსთაველის წინააღმდეგობას.

„თავისუფლება სხვისი ხელით არ მოდის. ასე მხარ-თეძოზე რომ იწვე და ელოდო, არაფერი გამოვა. ეს ბრძოლა ყველას გვეხება“, - ამბობს გიდი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები