თუ ვაქცინაცია ამ ტემპით წავა, სამიზნე მაჩვენებლის მიღწევა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება - გამყრელიძე
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ ვაქცინაციის მაჩვენებელს "არა უშავს", თუმცა თუ ასე გაგრძელდა, სამიზნე მაჩვენებელი ვერ მიიღწევა.
საქმე ის არის, რომ ვაქცინაციის ეროვნული გეგმის მიხედვით, დეკემბრის ბოლომდე ქვეყანაში მოზრდილი მოსახლეობის 60% უნდა აიცრას, თუმცა წლის ბოლომდე 3 თვეზე ნაკლები რჩება და სრულად აცრილია მოზრდილი მოსახლეობის 30%.
„აცრის მაჩვენებელს არა უშავს, მაგრამ ეს ის არ არის, რაც გვინდა. ამ დროისთვის აცრის მაჩვენებელი სამიზნე ნიშნულის 50%-ია. თუ ამ ტემპით წავედით, სამიზნე მაჩვენებლის მიღწევა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.