მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თუ ვაქცინაციის მაჩვენებელი არ აიწევს, "მეხუთე ტალღა" ძალიან რთული იქნება - გამყრელიძე

616560747430e
ინგა მურუსიძე
12.10.21 14:33
765
"თუ ვაქცინაციის მაჩვენებელი არ აიწევს, მეხუთე ტალღა უფრო რთული იქნება", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

„18 სექტემბრიდან მოყოლებული მცირდება ყოველდღიური აცრების მაჩვენებელი. საშუალოდ, ოქტომბერში დღიურად 7 ათასი აცრა კეთდება, თუ ეს მაჩვენებელი ვერ ავწიეთ, "მეხუთე ტალღა" უფრო რთული იქნება ქვეყნისთვის. ბევრ რამეს ვცდილობთ, მათ შორის იქნება ვაქცინაციის მარათონი და ა.შ. მაჩვენებლებმა უნდა აიწიონ“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, სრულად ვაქცინირებულია 879 630 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 30.8 %, ხოლო 11 ოქტომბერს აიცრა 6
817 ადამიანი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები