მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თუ ვაქცინაციის ტემპი ასე გაგრძელდება, წლის ბოლოს 60%-იან მაჩვენებელს ვერ გადავლახავთ - ჩხაიძე

615c52d167bdf
ინგა მურუსიძე
05.10.21 21:42
464
თუ ვაქცინაციის ტემპი ასე გაგრძელდება, როგორც დღეს არის, დეკემბრის ბოლოს 60%-იან ზღურბლს ვერ გადავლახავთ, - ამის შესახებ იაშვილის კლინიკის პედიატრიული განყოფილების ხელმძღვანელმა, ივანე ჩხაიძემ „საქმის კურსის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ის ციფრები, რომელიც ვაქცინაციის მხრივ ბოლო ორ კვირაში ფიქსირდება, დღიური სამიზნე მაჩვენებლის ნახევარზე ნაკლებია - დღიურად 20 ათასი აცრა უნდა ტარდებოდეს.

„მოზრდილი მოსახლეობის 60% აუცილებლად აიცრება, თუმცა მთავარი კითხვაა, როდის. ვაქცინაციის გეგმა გულისხმობდა იანვარში 60%-იანი მაჩვენებლის გადალახვას, თუმცა დღეს არსებული ტემპით ამას ვერ ვიზამთ. ის მოსაზრებაც სწორია, რომ 60%-იანი მაჩვენებლის გადალახვა განისაზღვრა ჩინური შტამის დროს, ხოლო „დელტა შტამს“ რაც შეეხება, ეს ზღვარი 80%-იანია“, - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

პედიატრი ამბობს, რომ ე.წ. მეხუთე ტალღის რისკი სწორედ ვაქცინაციის ტემპთან არის დაკავშირებული.

„რაც უფრო მეტი ადამიანი იქნება ვაქცინირებული, მინიმუმ 40-50%-იანი ზღვარი თუ გადავლახეთ, მეხუთე ტალღა გვექნება შედარებით მსუბუქი. გარდა ამისა, უნდა გავითვალისწინოთ ზამთრის პერიოდიც. თავის მხრივ, ნიღბის ტარების ვალდებულება მხოლოდ ფურცელზე დაწერილი დაგვრჩა. ვთვლით, რომ მეხუთე ტალღა სეზონური თვალსაზრისით აუცილებლად იქნება, თუმცა დარწმუნებული ვართ, ეს არის იქნება მეოთხე ტალღასავით დამანგრეველი“, - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები