ვინც სწორად აძლევდა ხმას, ყველა ამომრჩევლის ხმის ფარულობა დაცული იყო. თუ ვინმეს თავისი ოქმი [ბიულეტენი] არასწორად შეჰყავდა აპარატში, მაშინ შეიძლება ხილული გამხდარიყო მიცემული ხმა - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძეს "საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, იგივე შეიძლება მოხდეს არაელექტრონული არჩევნების შემთხვევაშიც.
"ადამიანებმა ხმა მისცეს აპარატების მეშვებით და საბოლოოდ, 1 წამში ღილაკზე თითით დაჭერით ამოიბეჭდა საარჩევნო ოქმები და აქ მანიპულაცია გამორიცხულია. ერთადერთი რჩება ხმის ფარულობა და მასზე სამი დღის განმავლობაში არავითარი განსაკუთრებული განცხადებები არ გაკეთებულა და როცა ნახეს რომ არაფერი არ იყო სათქმელი ხმის ფარულობაზე გადაერთნენ.
აქაც მნიშვნელოვანი ის არის რომ ვინც სწორად აძლევდა ხმას, ყველა ამომრჩევლის ხმის ფარულობა დაცული იყო. თუ ვინმეს თავისი ოქმი [ბიულეტენი] არასწორად შეჰყავდა აპარატში, მაშინ შეიძლება ხილული გამხდარიყო მიცემული ხმა. იგივე შეიძლება მოხდეს არაელექტრონული არჩევნების შემთხვევაშიც", - ამბობს ირაკლი კობახიძე.