მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თუ წინა კვირას ინფიცირების დღიური შემთხვევა საშუალოდ 100 იყო, დღეს გვაქვს 500 - აზარაშვილი

62cc1151ddd89
ვიქტორია მღებრიშვილი
11.07.22 16:02
640
ჯანდაცვის მინისტრ ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი გაიზარდა, თუმცა მდგომარეობა მართვადია. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ ისაუბრა.

„საკმაოდ მშვიდი სიტუაცია გვაქვს. ინფიცირების შემთხვევები გვაქვს, თუმცა სრულად მართვადია, არის მინიმალურ ზღვარზე. რამდენიმე ქვეყანაში შედარებით მეტია. ჩვენს შემთხვევაში მკვეთრი ზრდა არ არის. თუ რიცხვებში შევადარებთ, მაგალითად, ერთი კვირის წინ თუ დღიური ინფიცირების 100 შემთხვევა იყო, დღეს 3.7 მილიონიან ქვეყანაში გვაქვს 500“, - განაცხადა აზარაშვილმა.

ჯანდაცვის მინისტრმა მოსახლეობა დაამშვიდა და აცრისკენ მოუწოდა.

„მინდა მოსახლეობა დავამშვიდო, რომ არანაირი ნერვიულობის და სტრესის საფუძველი არ არსებობს, მათ ვისაც მკურნალობა ჰოსპიტალში ესაჭიროება, მზად ვართ, რომ ჰოსპიტალში ვუმკურნალოთ, ვისაც ესაჭიროება კონკრეტული მედიკამენტი კოვიდის საწინააღმდეგოც ეს მედიკამენტებიც გვაქვს.

ასევე მსურველებს შეუძლიათ აცრების გაგრძელება სხვადასხვა ტიპის ვაქცინებით“, - თქვა მინისტრმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები