მთავრობამ ტუბერკულოზის მართვის პროგრამის ბიუჯეტი 16 მლნ 974 ათასი ლარით განსაზღვრა. ამის შესახებ №162 დადგენილებაშია აღნიშნული.
დოკუმენტის თანახმად, აქედან ყველაზე დიდი თანხა, 7.7 მლნ ლარი სტაციონარულ მომსახურებაზეა გათვლილი.

ამავე დადგენილებით, იშვიათი დაავადებების მქონე და მუდმივ ჩანაცვლებით მკურნალობას დაქვემდებარებულ პაციენტთა მკურნალობის პროგრამას იშვიათი ნერვ-კუნთოვანი დაავადების (დიუშენის კუნთოვანი დისტროფია, ბეკერის კუნთოვანი დისტროფია, სპინალური კუნთოვანი ატროფია) მქონე მოქალაქეები დაემატნენ. მოიცავს პაციენტებისთვის ამბულატორიულ, სტაციონარულ და კვლევით მომსახურებას.
ამასთან, 70 მლნ ლარიდან 71 მლნ 26 ათას ლარამდე გაიზარდა იშვიათი დაავადებების მქონე და მუდმივ ჩანაცვლებით მკურნალობას დაქვემდებარებულ პაციენტთა მკურნალობის პროგრამის ბიუჯეტი.





























