მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თუკი სამხრეთის გაზის დერეფანს განვითარება უწერია, ეს დღეს უნდა მოხდეს - თემურ გოჩიტაშვილი

62ab80522968a
ალა ისპირიანი
17.06.22 01:00
1046
რუსეთის უკრაინაში შეჭრამ დასავლეთი ენერგორესურსების მომწოდებლების ცვლილების აუცილებლობის წინაშე დააყენა. ამიტომ ახლა ფოკუსი სამხრეთის გაზის დერეფნის პოტენციალზეა. რეალურად შეუძლია, თუ არა დღეს აზერბაიჯანს გახდეს ევროპისთვის რუსეთის ალტერნატივა, ამის შესახებ ექსპერტმა ენერგეტიკის სექტორში, თემურ გოჩიტაშვილმა „საქმის კურსში“ ისაუბრა.

"ახლა ის დროა, რომ თუკი სამხრეთის გაზის დერეფანს განვითარება უწერია, ეს დღეს უნდა მოხდეს. აზერბაიჯანმა შარშან დაახლოებით 30 მილიარდის გაზი აწარმოა. წელს 32 მილიარდის წარმოებას გეგმავს. აქედან 10-12 მილიარდი შიდა მოხმარებაა და დაახლოებით 20 მილიარდი არის საექსპორტო. ამაში საქართველოც შედის. უნდა ვთქვათ, რომ აზერბაიჯანის გაზი მთლიანად რუსულ გაზს ვერ შეცვლის, მაგრამ ის მნიშვნელოვანი წაშველების საშუალება იქნება... და არა მარტო აზერბაიჯანის გაზი, საერთოდ კასპიის რეგიონიდან მიწოდებული გაზი.

ახლა ექსპორტზე გაზი "შაჰ-დენიზის" ნავთობის საბადოდან საქართველოს გავლით მიდის, მაგრამ აზერბაიჯანს სხვა საბადოებიც აქვს. ყველზე დიდი აზერი-ჩირაგ-გიუნაშლია. ძალიან საინტერესოა, რომ აზერი-ჩირაგ-გიუნაშლიდან 193 მილიარდი გაზია მოპოვებული, როცა შაჰ-დენიზიდან 160 მილიარდია მოპოვებული. აქ, რასაც ხაზი უნდა გაესვას ისაა, რომ როდესაც ზერი-ჩირაგ-გიუნაშლი საბადოს განვითარებას ხელი მოეწერა, რომელიც „საუკუნის კონტრაქტის“ სახელწოდებით არის ცნობილი, მაშინ ჩაიწერა, რომ აზერი-ჩირაღ-გიუნეშლიდან ნავთობი იყო კონსორციუმის, BP-ის ხელმძღვანელობით და მას გაზი აზერბაიჯანისთვის უფასოდ უნდა გადაეცა. აქ დაახლოებით 5-6 მილიარდით მეტი საექსპორტო გაზის მოპოვების საშუალებაა, მაგრამ ეს მნიშვნელოვან ინვესტიციებს მოითხოვს. 

არის სხვა საბადოებიც, მაგალითად აფშერონი. ესეც მოკვლეულია და მარაგები დადასტურებულია. კოვიდ-პანდემია რომ არ ყოფილიყო, აფშერონი უკვე გაშვებული იქნებოდა. თუ კი ის ევროპას და დასავლეთს სჭირდება, საჭიროა გარკვეულ ინვესტიციებში აზერბაიჯანს და ოპერატორს კომპანიებს დაეხმარონ, რათა მათი ათვისება მოხდეს. ეს დამატებით 6-8 მილიარდამდე გაზის დამატების საშუალებას იძლევა. საბოლოოდ დაახლოებით 30 მილიარდის გაზზეა საუბარი. მაგრამ საქმე ისაა, რომ დღეს რომ მიიღონ გადაწყვეტილება, ეს აისახება 2027 წელს. იმედი მაქვს, რომ ამ გადაწყვეტილებას მიიღებენ", - განაცხადა თემურ გოჩიტაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები