მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"თუკი სტიმულები არ შეიქმნა, წარმოუდგენლად მიმაჩნია, რასაც ჩვენ ვეძახით რისკების მართვას" - სოფიო ლებანიძე

სოფიო

BMGTV-ის ტელეგადაცემა “ჯანდაცვის სტანდარტში” “PSP დაზღვევის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, სოფიო ლებანიძემ ყურადღება სახელმწიფოს და კერძო სექტორის თანამშრომლობაზე გაამახვილა, რაც მისი თქმით, სექტორის განვითარებისთვის და ევროპული სტანდარტების დაკმაყოფილებისთვის მნიშვნელოვანია.

მას თანამშრომლობის გარეშე წარმოუდგენლად მიაჩნია რისკების მართვის ახალ საფეხურზე გადაყვანა.

“ჩვენ ვხედავთ ქვეყნებს, სადაც ძალიან კარგი სისტემები აქვთ კერძო - სახელმწიფო თანამშრომლობის, PPP-ს რასაც ვეძახით. მსოფლიოში ყველგან, სადაც დაზღვევის ინდუსტრია კარგად არის ფორმირებული, წარმოუდგენელია ბაზარი სავალდებულო სადაზღვევო სახეობების გარეშე. თუ ჩვენ ამ მიმართულებით ნაბიჯები არ გადავდგით და მხოლოდ ნდობაზე დაფუძნებით ვიქნებით, არავინ გვენდობა რომ შემოვიდეს სისტემაში. თუკი რაიმე სტიმულები არ შეიქმნა და სახელმწიფო მარტივ მასტიმულირებელ ქმედებებს არ დანერგავს, წარმოუდგენლად მიმაჩნია ეს ძალიან კარგი ამბავი, რასაც ჩვენ ვეძახით რისკების მართვას - განვითარდეს და მიიღოს ის სახე, რაც ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანია..” - განაცხადა "PSP დაზღვევის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ BMGTV-ის გადაცემაში “ჯანდაცვის სტანდარტი”.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები