მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ტურისტები ჩამოვლენ დაზღვევით, იმისთვის რომ სახელმწიფოს მათი მკურნალობის ხარჯების გაწევა არ მოუწიოს“

60f5c447953fb
თამთა ჯიჯავაძე
19.07.21 22:10
781
ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ მარიამ ქვრივიშვილმა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ კოვიდ-დაზღვევის შემოღებასთან დაკავშირებით მუშაობა მიმდინარეობს.

„ჯანდაცვის სამინისტროს აქვს მომზადებული პროექტი კოვიდ-დაზღვევასთან დაკავშირებით, რომელიც უკვე წარედგინა პარლამენტს. როდესაც ამ მიმართულებით სამუშაო პროცესი დასრულდება, დიდი ალბათობით ჩვენ მივიღებთ იმას, რომ სხვა ქვეყნებიდან ტურისტები ჩამოვლენ დაზღვევით, იმისთვის რომ სახელმწიფოს არ მოუწიოს უცხო ქვეყნის მოქალაქეების მკურნალობის ხარჯების გაწევა, მიუხედავად ჩვენი კარგი სტუმარმასპინძლობისა. ტურიზმის მთავარი ღირებულება არის ეკონომიკაში შემოსული თანხა“, - აღნიშნა მან.

ცნობისთვის, საქართველოს მთავრობის რეკომენდაციაა ტურისტებმა საზღვრის გადმოკვეთისას ჯანმრთელობის დაზღვევა თან იქონიონ, თუმცა როგორც სადაზღვევო კომპანიები ამბობენ, სტანდარტულ სადაზღვევო პაკეტებში ხშირ შემთხვევაში პანდემიის გამოწვეული ხარჯები გათვალისწინებული არ არის.

კოვიდ-დაზღვევაზე მუშაობა მთავრობამ სადაზღვევო ინდუსტრიასთან 2020 წლის ზაფხულში დაიწყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები