მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ტურისტების კლების გამო, მარტში გაყიდვებში 20%-იანი ვარდნა გვაქვს - “სინომი რითეილი" ახლო აღმოსავლეთის ომზე

ბრენდები

რითეილ სექტორის ნაწილში აცხადებენ, რომ ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის ფონზე შემცირებული ტურისტული ნაკადები გაყიდვებზე ნეგატიურად უკვე აისახა.

როგორც BMG-სთან Zara-ს, Massimo Dutti-ს, Mango-ს და სხვა ბრენდების ოპერატორი კომპანია “სინომი რითეილის“ ხელმძღვანელი BMG-სთან ამბობს, ახლო აღმოსავლეთიდან და აზიური ბაზრებიდან ტურისტების კლების ფონზე, მათ სავაჭრო ქსელებში მარტში წლიურად მხოლოდ 5%-იანი ზრდა ფიქსირდება, რაც წლის პირველ ორ თვესთან შედარებით მკვეთრად გაუარესებული ტრენდია.

რევაზ მაღალაშვილის თქმით, კიდევ უფრო მკვეთრი ნეგატიური გავლენა მიმდინარე მოვლენებს ბათუმზე აქვს, სადაც გაყიდვების დიდი წილი სწორედ უცხოელ ვიზიტორებზე მოდიოდა.

„2026 წლის პირველ ორ თვესთან შედარებით გაცილებით გაუარესებულია სიტუაცია. თუ იანვარ-თებერვალში 25%-ით ვაჭარბებდით 2025 წლის იანვარ-თებერვალს, მარტში მხოლოდ 5%-ით ვაჭარბებთ, ანუ 20%-ით გაუარესდა ტრენდი. მაგალითად, ბათუმში, რომელიც კიდევ უფრო ტურისტული ლოკაციაა, იქ მხოლოდ 1%-იანი ზრდაა შარშანდელი წლის მარტთან შედარებით, როცა იანვარ-თებერვალში 30%-იანი ზრდა გვქონდა. ამიტომ საომარმა მოქმედებებმა რეგიონში გამოიწვია ეს მკვეთრი ვარდნა, ჯავშნების გაუქმებამ, ტურისტების ნაკადის შემცირებამ ბუნებრივია შეამცირა გაყიდვები.

თვითონ დინამიკაში უნდა შევხედოთ რამხელა კლება არის. თუ ასე გაგრძელდა, შესაძლოა კიდევ უფრო გაუარესდეს და მინუსში წავიდეს ეს მაჩვენებელი შარშანდელთან შედარებით. როდესაც ორი თვე +25%-ია და მესამე +5%, ეს შესაძლოა ნიშნავდეს დინამიკაში გაუარესებას და უკან-უკან წამოვიდეს [გაყიდვები]. ჩვენი ტურისტების დიდი ნაწილი ისრაელიდან, არაბული ქვეყნებიდან არის და სწორედ ამ სეგმენტში გვაქვს ყველაზე დიდი კლება“, - განაცხადა რევაზ მაღალაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები