მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ტურისტების მიერ საქართველოში ყველაზე მონახულებადი ადგილები - 2025 წლის რეიტინგი

ტურისტები

თბილისი, ბათუმში - კვარიათი, ბოტანიკური ბაღი, გონიოს ციხესიმაგრე, ასევე ქუთაისში გელათი, ბაგრატის ტაძარი, წყალტუბოს გამოქვაბულები და სხვა ღირსშესანიშნავი ადგილები საქართველოში 2025 წელს უცხოელი ვიზიტორების მიერ ყველაზე მონახულებადი ადგილები გახდა. ამის შესახებ ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებული ვიზიტორების გამოკითხვის შედეგებიდან ირკვევა, რაც 2025 წელს უცხოელების მიერ მონახულებულ დანიშნულების ადგილებს მოიცავს.

გამოკითხვაში ვიზიტორებს ერთზე მეტი დანიშნულების ადგილის არჩევა შეეძლოთ, მისი მიხედვით, მთლიან პასუხებს შორის პირველ ადგილს თბილისი იკავებს 3.76 მილიონი ვიზიტორით, რაც წლიურად 11%-ით არის გაზრდილი. ამასთან, მთლიანი ტურისტული ნაკადის 33%-ის საბოლოო დანიშნულების ადგილი სწორედ თბილისია, მეორე ადგილს ბათუმი იკავებს 2.6 მილიონი ვიზიტორით, რაც მთლიანი ნაკადის 23%-ია, ამასთან ბათუმში უცხოელ ვიზიტორთა რიცხვი გასულ წელს 5%-ით გაიზარდა. მესამე ადგილს კი 631 ათასი ვიზიტორით ქუთაისი იკავებს, სადაც ტურისტული ნაკადი გასულ წელს 15%-ით გაიზარდა.

მეოთხე პოზიციაზეა ყაზბეგი 592 ათასი ვიზიტორით, სადაც ტურისტული ნაკადი 16%-ით გაიზარდა, მეხუთეზე კი მცხეთაა 542 ათასი ვიზიტორით.

2025 წელს საქართველოში ყველაზე მონახულებადი დანიშნულების ადგილები:

#

დანიშნულების ადგილი

ვიზიტორთა რაოდენობა 2025-ში

ზრდა/კლება

1

თბილისი

3,767,110

11%

2

ბათუმი (კვარიათი, ბოტანიკური ბაღი, გონიოს ციხესიმაგრე და სხვა)

2,609,880

5%

3

ქუთაისი (გელათის მონასტერი, ბაგრატის ტაძარი, წყალტუბოს გამოქვაბულები და სხვა )

631,588

15%

4

ყაზბეგი (გერგეტის სამების ეკლესია და სხვა)

591,647

16%

5

მცხეთა (სვეტიცხოვლის ტაძარი, ჯვრის მონასტერი, არმაზის ციხესიმაგრე, სამთავრო, პომპეის ხიდი და სხვა)

542,245

19%

6

მარნეული

387,692

9%

7

ბორჯომი (ლიკანი, მინარალური წყლები, მწვანე მონასტერი, ტიმოთესუბანი, ეროვნული პარკი და სხვა)

312,612

4%

8

გუდაური

273,396

-16%

9

სიღნაღი (ბოდბის მონასტერი და სხვა )

229,537

-11%

10

ახალციხე (რაბათი)

179,612

-5%

11

ქობულეთი

171,684

8%

12

თელავი (ერეკლე მეფის მუზეუმი, სასახლე, წინანდლის სასახლე და სხვა)

168,323

-1%

13

გორი (სტალინის სახლ-მუზეუმი, გორის ციხე, უფლისციხე და სხვა)

161,140

-23%

14

რუსთავი

153,971

17%

15

მესტია და უშგული

128,894

23%

16

ბაკურიანი (კოხტაგორა, დიდველი და სხვა)

106,732

1%

17

ურეკი

90,824

16%

18

ყვარელი (ნეკრესი, ყვარლის ტბა, ილია ჭავჭავაძის მუზეუმი და სხვა)

80,080

22%

19

ანანური (ეკლესია,ჟინვალის წყალსაცავი და სხვა)

62,971

-17%

20

წყალტუბო (სათაფლიის მღვიმეები და სხვა

62,071

100%

21

საირმე

56,606

74%

22

ვარძია (ვანის ქვაბები, საფარა, ხერთვისი და სხვა)

54,813

20%

23

ახალქალაქი

44,416

0%

24

ზუგდიდი (დადიანების სასახლე და სხვა)

42,800

-3%

25

ნინოწმინდა

42,644

33%

26

სარფი

41,567

-25%

27

ფასანაური

38,344

-21%

28

ლაგოდეხი (ეროვნული ნაკრძალი და სხვა)

32,633

14%

29

ბოლნისი (ბოლნისის სიონის მონასტერი და სხვა)

25,077

40%

30

გარდაბანი (მარტყოფის მონასტერი)

23,924

51%

31

ფოთი

20,968

-23%

32

დავით-გარეჯი

16,854

-54%

33

დმანისი (დმანისის მუზეუმი, არქეოლოგიური მონუმენტი და სხვა)

12,388

-9%

34

ანაკლია

10,571

130%

35

თუშეთი

10,182

38%

36

შატილი და მუცო

3,003

104%

37

ვალე

2,561

-57%

38

ხაშური

2,224

-63%

39

შოვი და უწერა (მინერალური წყლები, შაორის ტბა, ნიკორწმინდის ტაძარი და სხვა)

1,782

-15%

40

სხვა

123,059

38%

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები