მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტურისტებს covid-პასპორტს და PCR ტესტის პასუხს აღარ მოსთხოვენ

62a8e06e525fd
ნინო ტაბატაძე
14.06.22 23:57
1214
ტურისტებისთვის საქართველოს საზღვრის კვეთა გამარტივდა. საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლისას უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ვაქცინაციის დამადასტურებელ დოკუმენტს და PCR ტესტის ნეგატიური პასუხს აღარ მოსთხოვენ.

ცვლილება „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში“ ხვალიდან შედის. 

ცვლილების მიხედვით, უცხოეთიდან ჩამოსული ნებისმიერი პირი (მოქალაქეობის მიუხედავად) ნებისმიერი ქვეყნიდან გამომგზავრებისას საქართველოს ტერიტორიაზე საზღვრის კვეთისას თავისუფლდება კოვიდვაქცინის სრული კურსის დამადასტურებელი დოკუმენტის ან ვიზიტამდე ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის ნეგატიური პასუხის საზღვარზე წარდგენისა და თვითიზოლაციის ვალდებულებისგან.

აქამდე, 28 მარტიდან, ამ ვალდებულებისგან მხოლოდ საქართველოს მოქალაქეები იყვნენ გათავისუფლებულნი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები