მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ტურისტულ ზონებში ზამთარში ტექნიკური მარილის გამოყენება აღარ იგეგმება - რევაზ სოხაძე

ტექნიკური მარილი

"ოცნების" მთავრობაში ინფრასტრუქტურის მინისტრის, რევაზ სოხაძის ინფორმაციით, ტურისტულ ზონებში ზამთრის პერიოდში ტექნიკური მარილი აღარ გამოიყენება.

როგორც სოხაძემ პარლამენტში ინტერპელაციის ფორმატში გამოსვლისას განაცხადა, სამინისტრო საავტომობილო გზების მოვლა-შენახვის ახალი სტრატეგიისა და სტანდარტების შემუშავებაზე მუშაობს.

„მუშავდება საავტომობილო გზების მოვლა-შენახვის ახალი სტრატეგია და სტანდარტები. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოვლა-შენახვის მიმართულებით გადავდგათ ინოვაციური ნაბიჯები. მაგალითად, ტურისტულ ზონებში უკვე წელს შევეცდებით, რომ ზამთრის პერიოდში აღარ გამოვიყენოთ ტექნიკური მარილი, რაც საკმაოდ დიდ დისკომფორტს ქმნის როგორც ტურისტული სეზონის პერიოდში, ასევე ზიანს აყენებს გზებსაც. მომავალი წლიდან კი შევეცდებით, მთლიანად ახალ მოდელზე გადავიდეთ გზების მოვლასთან დაკავშირებით,“ - განაცხადა რევაზ სოხაძემ.

მისი თქმით, ახალი მიდგომა მიზნად ისახავს გზების ინფრასტრუქტურის გამძლეობის ზრდას და ეკოლოგიურ ზიანზე შემცირებას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები