მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ძალიან მნიშვნელოვანია ფასის დადგენის პრინციპის რეფორმა - სოხაძე

სოხაძე

"ძალიან მნიშვნელოვანია ფასის დადგენის პრინციპის რეფორმა, რომელიც 35 წლის განმავლობაში ვერ განხორციელდა და სერიოზულად აზიანებდა ქვეყნის ინფრასტრუქტურის განვითარების პროცესს", - ეს "ქართული ოცნების" ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ პარლამენტში ინტერპელაციისას განაცხადა.

მისი თქმით, ფასის დადგენის არსებული სისტემა წლების განმავლობაში აზიანებდა ინფრასტრუქტურულ განვითარებას. 35-წლიანი პრობლემა მალე გაწყდება,
ამჟამად მიმდინარეობს ახალი, ევროპული სამშენებლო ნორმების შემუშავება ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად, რაც დასრულდება მომავალი წლის ბოლოს.

,,ჩვენი ამოცანა არ არის საბაზრო ღირებულებაზე ნაკლები ფასის გადახდა – ჩვენი მიზანია ოპტიმალური ფასი, მაღალი ხარისხი და პროექტების გონივრულ ვადებში შესრულება. ეს იქნება საფუძველი იმისა, რომ ინფრასტრუქტურული პროექტები საქართველოში განხორციელდეს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად – გამჭვირვალად, ხარისხიანად და ეფექტურად,“ – განაცხადა სოხაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები