მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტურისტული ინფრასტრუქტურა ენგურჰესზე - პროექტი, სავარაუდოდ, ვერც 2021 წელს განხორციელდება

5fbd1ec32b597
ინგა მურუსიძე
28.11.20 17:24
1322
“საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინიცირებით და სხვადასხვა უწყებებთან თანამშრომლობით, უახლოეს მომავალში, ენგურის კაშხლის მიმდებარედ მუზეუმისა და ვიზიტორთა ცენტრის მოწყობა იგეგმება“, - ეს ინფორმაცია 2017 წელს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ გაავრცელა.

ანონსის მიუხედავად უკვე მეოთხე წელი გადის და ენგურჰესზე ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა არ დაწყებულა.


bm.ge-იმ "ენგურჰესის" დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეს, ლევან მებონიას ჰკითხა, რა ხდება აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით, რაზეც ის ამბობს, რომ ატრაქციის მოწყობა იგეგმება, თუმცა მოხდება თუ არა ეს 2021 წელს, უცნობია.

მებონია პროექტის დაწყებისთვის ხელისშემშლელ ფაქტორად კორონავირუსის პანდემიას ასახელებს.

„ატრაქციის მოწყობა კვლავ გათვალისწინებულია. თემა აქტუალურია, წელს უნდა გაგვეკეთებინა, კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსთან ერთად უნდა გაკეთებულიყო რამდენიმე ობიექტი, მათ შორის გადასახედი მოედანი, მაგრამ ეპიდემიამ დროებით შეაფერხა ეს ამბავი“, - ამბობს მებონია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები