მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ტურისტული ნაკადებით, თითქმის 2019 წლის პარამეტრებს გავუტოლდით" - როგორი იყო ზაფხულის სეზონი?

ტურიზმი

კომპანია WST -ის და „ტურები და ბილეთების“ დამფუძნებელი, გერმანე ჭელიძე BM.GE-სთან ტურისტულ სეზონს აფასებს. მისი თქმით, მაისისა და ივნისის შუა რიცხვებამდე სეზონი დაბალი დატვირთულობით ხასიათდებოდა, თუმცა ივნისის შუა რიცხვებიდან სიტუაცია გამოსწორდა.

"ჩვენი ტურისტული სეზონი აპრილიდან იწყება. სეზონის დასაწყისი საკმაოდ ნაყოფიერი იყო, თუმცა მაისიდან ივნისის პირველ ნახევრამდე სეზონი ჩაგვივარდა. ივნისის მეორე ნახევრიდან კი სიტუაცია გამოსწორდა. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ ზაფხულის სეზონი დადებითად შეიძლება შეფასდეს.

სეზონზე გვსტუმრობდნენ მეზობელი ქვეყნებიდან, გალფის ქვეყნებიდან, ამასთან უზბეკეთიდან დაფიქსირდა ტურისტული ნაკადების გაზრდილი რაოდენობა, ასევე ინდოეთისა და ჩინეთის ქვეყნებიდან მომრავლდნენ ტურისტები, რასაც უვიზო მიმოსვლას ვუკავშირებთ. ადრე თუ 10 ჩინელი ტურისტი მოდიოდა, ახლა 20 მოდის. სავარაუდოა, რომ ჩინური ბაზარი კიდევ გაიზარდოს. ამ მიქსმა მოგვცა შესაძლებლობა, რომ ტურისტული ნაკადების დატვირთულობით, თითქმის 2019 წლის პარამეტრებს გავტოლებოდით",-აცხადებს ჭელიძე.

მისი ინფორმაციით, შემოდგომა ზამთრის პერიოდში ჯავშნები მცირე რაოდენობით უკვე ფიქსირდება, კერძოდ გალფის ქვეყნებიდან. კომპანია გეგმავს, რომ ზამთრისა და შემოდგომის პერიოდში აქცენტი კორპორაციულ შეკვეთებზე გააკეთოს, რათა რთული სეზონი "გადააგოროს".

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები