მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ტურისტული სექტორი კორონავირუსის გამო დახმარებას ითხოვს

BM.GE
03.03.20 11:30
1288
ტუროპერატორ TRIP TRAVEL-ის წარმომადგენლის, თინი ახობაძის განცხადებით, კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი ფოსრმაჟორის გამო მოქალაქეები სხვადასხვა ქვეყნებში ჯავშნებს აუქმებენ და უკვე შეძენილი ტურების თანხების უკან დაბრუნებას ითხოვენ. როგორც მან bm.ge-ს განუცხადა, ქვეყანაში ტურისტული მიმართულებით სრული ქაოსია, ვინაიდან ტურიზმის ადმინისტრაცია საკითხის დასარეგულირებლად არაფერს აკეთებს. შექმნილ მძიმე მდგომარეობაზე საუბრობს შალვა ალავერდაშვილიც. მისი ინფორმაციით, 17 თებერვლისთვის, მარტის დატვირთულობის კოეფიციენტი იყო 54%, ახლა კი - 4%-ია.


სტუმარი: თინათინ ახობაძე - ტურისტული კომპანია „Trip Traval“ დამფუძნებელი და დირექტორი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები