მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტურისტული სექტორისთვის დახმარება 200 მილიონი იქნება - როგორ ნაწილდება სუბსიდირების პროგრამა

5eb3e8d309733
შოთა ტყეშელაშვილი
07.05.20 14:47
1375
მთავრობამ ტურიზმის დახმარების 200-მილიონიანი პაკეტი წარადგინა. დოკუმენტის მიხედვით, ადგილობრივი ტურიზმისთვის ქვეყანა 15 ივნისიდან საერთაშორისო ტურიზმისთვის კი 1 ივლისიდან გაიხსნება. ამავე დოკუმენტში წარმოდგენილია ის დახმარებების პაკეტიც, რომლის გადახდასაც მთავრობა ამ სექტორისთვის გეგმავს. კერძოდ ეს 200 მილიონი ლარი ასე ნაწილდება:

ტურისტული ინდუსტრიისთვის 2020 წლის ქონების გადასახადის გაუქმება - 45 მილიონი ლარი (რომელსაც არ გადაიხდიან ბიზნესები);

ტურისტული ინდუსტრიის საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლება (და გადავადება) - 90 მილიონი ლარი (რომელსაც არ გადაიხდიან ბიზნესები);

სასტუმროების სესხების სუბსიდირება - 60 მილიონი ლარი (3000 სასტუმროსთვის);

ტურისტული კომპანიებისა და გიდების მხარდაჭერა - 5 მილიონი ლარი.


მთავრობის ინფორმაციით, ტურიზმის ინდუსტრია 150,000 ადამიანამდე ასაქმებს და ის მშპ-ის 11%-ს ქმნის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები